სხვა

„ტიკ ტოკის“ ქართველი ვარსკვლავი

ქეთი ეგიდუნაშვილი: „ცნობილი გავხდი... მითხრეს, დაიწყე და გააგრძელე ეს საქმეო“

„ტიკტოკერ“ ქეთი ეგიდუნაშვილის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. მას უკავშირდებიან და სთხოვენ სიმღერას და ცეკვას. ის კახეთში, კურდღელაურში ცხოვრობს. ამბობს, რომ ეკლესიაში გალობდა და ტაძარში ახლაც დადის. ქეთი ეგიდუნაშვილი „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.

.

-ქეთი, პირველ რიგში მოგვიყევით თქვენს შესახებ, სად ცხოვრობთ და რას საქმიანობთ.

-მე ვარ ქეთი ეგიდუნაშვილი, ვცხოვრობ თელავში, კურდღელაურში. გავიზარდე მშობლიურ ოჯახში. თავიდან დავიწყე პიანინოზე დაკვრით, არაფერი ისეთი, შემდეგ ეკლესიაში ვგალობდი და ახლაც დავდივარ ტაძარში, სწორედ აქედან გახდა ჩემი ცხოვრება მიზანდასახული. პოზიტიური გოგო ვარ და ასე მივდივარ წინ. შემდეგ გავხდი ცნობილი.

-მოგვიყევით, რამდენი ხანია, რაც სოციალურ ქსელში ასეთი პოპულარობა მოიპოვეთ და თავიდან როგორ დაიწყეთ.

-დაახლოებით 6 თვეა, რაც ასე ხდება. სულ თავიდან თბილისში ვიყავი ჩამოსული, რიყეზე პრეზენტაციებს ვატარებდი და ჩემით ვმღეროდი დინამიკზე მიკროფონით. რომ შემხედეს,  მითხრეს, ხმა კარგი გაქვსო და აი, ასე მითხრეს, რომ დაიწყე და გააგრძელე ეს საქმეო. ქუჩის მუსიკოსებთან ერთადაც ვიმღერე და ხალხს ძალიან შევუყვარდი. მიხარია, რომ ხალხს ვუყვარვარ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close