პოლიტიკა

,,ტარიფი, რომელსაც დავადგენთ, ძალაში იქნება 2020 წლის ბოლომდე”- გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია?

მარეგულირებლის მიერ დადგენილი ტარიფით თანაბრად იყოს დაცული, როგორც მომხმარებლის, ისე კომპანიის ინტერესები. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ენერგოსექტორში არსებული ტარიფების შესახებ კვლევის შედეგები წარადგინა.

კვლევა მოიცავს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ რეგულირებად სამივე სექტორში (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალმომარაგება) მოქმედი ტარიფების ანალიზს.

ორგანიზაციის კვლევაში სხვადასხვა რეკომენდაციებთან ერთად, ხაზგასმულია კომპანიების მიერ მოზიდული ინვესტიციების დაცვის საკითხი და ამ მიმართულებით ის რისკები, რომლის წინაშეც დარგში მოქმედი კომპანიები დგანან. აფბას რეკომენდაციის თანახმად, კომპანიების განვითარების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს სამომხმარებლო ტარიფების დადგენა.

“ინვესტიციების დაცვის არსებული მიდგომა და სატარიფო რეგულირების პოლიტიკის ძირითადი პრინციპები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. კერძოდ, არის შემთხვევები, როდესაც კომპანიას თავისი საინვესტიციო გეგმების განსახორციელებლად შესაძლებლობა აქვს მოიზიდოს შესაბამისი ფინანსური რესურსი. თუმცა, კომისიის მხრიდან ტარიფის უცვლელად დატოვების, ანუ სახელმწიფოს მხრიდან “სოციალური ტარიფის” შენარჩუნების მიზნით, არ ხდება კომპანიების მიერ წარდგენილი საინვესტიციო გეგმების სრულად გაზიარება. როგორც ზევით აღინიშნა, აღნიშნული მიდგომა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კომპანიების განვითარების კუთხით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მოიძებნოს „ოქროს შუალედი” ინვესტიციების დაცვის, ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და მოსახლეობის ინტერესებს შორის. შესაბამისად, უმჯობესი იქნება გადაიხედოს პოლიტიკა და ადეკვატური ტარიფების დაწესების პარალელურად, განხორციელდეს მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფებისთვის ტარიფის სუბსიდირება”, – აღნიშნულია აფბას კვლევაში.

12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის მიხედვით, სემეკი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებს ყოველწლიურად აღარ გადაითვლის.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას განმარტებით, ტარიფი, რომელსაც კომისია თვის ბოლოს დაადგენს, სამი წელი იმოქმედებს. მისივე თქმით, მხოლოდ ერთი გამონაკლისი არსებობს.

„ის ტარიფი, რომელსაც ჩვენ წლის ბოლოსთვის დავადგენთ, ძალაში იქნება 2018 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის ბოლომდე. ანუ, კომისია ყოველწლიურ რეჟიმში აღარ განახორციელებს ტარიფების გადათვლას. დადგენილ სამწლიან ტარიფებს ერთადერთ შემთხვევაში მივუბრუნდებით, თუ მოხდა იმ მოცულობების არსებითი ცვლილება, რომელსაც ჩვენ დავეყრდნობით ტარიფების დადგენისას“, – განაცხადა მილორავამ.

სემეკმა ენერგეტიკის სექტორისა და წყალმომარაგების ლიცენზიანტთა საინვესტიციო გეგმები განიხილა.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close