საზოგადოება

,,სხვისი სიბინძურეების მწმენდავებად გვაქციეს და გაგვაუბედურეს”- ქართველი ემიგრანტის წერილი

 ქართველი ემიგრანტი კაცის საოცარი წერილი, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ:

   ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ქართველებო, საქართველოში მცხოვრებნო და ჩემსავით ემიგრანტებო, სულით და გულით გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ რასაც დავწერ მე, ერთი რიგითი ქართველი ვარ, ჩემი სათაყვანებელი საქართველოს შვილი, ჩემი ოჯახის შვილი და ჩემი შვილების მამა ემიგრანტებო ! ეს თხოვნა უფრო თქვენ გეხებათ!

 ზუსტად ათი წელია რაც სამშობლოში ფეხი არ დამიდგამს და უცხო ქვეყნის ჰაერს ვსუნთქავ, ჩემს ჯანს და ცოდნას უცხო ქვეყანაში ვხარჯავ, თქვენსავით რამდენი მოვლენის მომსწრენი გავხდით სუყველა ერთად, ჩამოთვლას არ დავიწყებ. ერთი ნამდვილად ვიცი, რომ სუყველა ჩვენთაგანი იმედის თვალით ვიყურებოდით გზისკენ, სამშობლოსკენ მიმავალი გზისკენ და წუთებს და საათებს ვითვლიდით, როდის გვეღირსებოდა სამშობლოში დაბრუნება. არ შევცდები, თუ ჩემს და თქვენს გულისნადებს ვიტყვი არც ერთმა იმედმა და ოცნებამ არ გაამართლა, არც ერთმა მოლოდინმა ჩვენი სურვილი არ შეასრულა, ფუჭად გაიარა ამ წლებმა და წინ ასეთივე ფუჭი მოლოდინი გველის, თუ არ მივიღეთ ერთი და გადამწყვეტი გადაწყვეტილება, სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება!

 ერთი კაცი, ქართველი სულით და გულით, მთელი ჩემი არსებით, გთხოვთ ყურად იღოთ ჩემი თხოვნა, გავერთიანდეთ !. მოვიკრიბოთ ძალა, მოვიძიოთ ერთმანეთი სადაც არ უნდა ვიყოთ, გამოვნახოთ ის დიდი ძალისხმევა, რაც საშუალებას მოგვცემს გადამწყვეტი როლი ვითამაშოთ ჩვენი სამშობლოს მომავალისთვის. არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ჩვენ არც პრეზიდენტი გვყავს და არც ის მთავრობა, რომელიც გამოიყვანს ჩვენს ქვეყანას შექმნილი კრიზისიდან და მძიმე სავალალო მდგომარეობიდან! ესენი მარიონეტები არიან, ერთი კაცის მონები, დამაპალი სისტემის მსახურები, რომელიც თავს მოგვახვიეს და უკანასკნელი 20-25 წლის განმავლობაში უცვლელად , ცხოვრების წესად გვიქციეს. ამ სისტემის წყალობით საქართველოს მოსახლეობის 70 % გახიზნეს სამშობლოდან , ემიგრანტებად, ლტოლვილებად და საერთოდ უპატრონო, უსამშობლო არსებებად გვაქციეს, ყოველგვარი მომავლის პერსპექტივის არ ქონით ემიგრანტებო! ჩვენს შორის უამრავი პროფესიონალი, პატრიოტი და თავისი საქმისი უბადლო მცოდნე ადამიანია, ვინც გააგდეს ქვეყნიდან, სხვისი სიბინძურის მწმენდავებად აქციეს და გააუბედურეს, თავმოყვარეობა შეულახეს და ყოველგვარი ადამიანური წაართვეს. ჩვენ მონები ვართ საკუთარი ქვეყნიდან გახიზნულები, საკუთარ ოჯახებს მოწყვეტილები, ჩვენი წინაპრების საფლავებს დაცილებულები ისე, რომ მათ ხსენებასაც ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ აქ ჩვენი რწმენა არავის უნდა და არც არსებობს ჩვენი ცოდნა, გამოცდილება, საქმისადმი ერთგულება, არავის ჭირდება! იმიტომ, რომ ყველაზე უფრო იაფი მუშა ხელი ვართ აყვავებული ევროპის დემოკრატებისთვის. 3000 წლოვანი კულტურის მატარებელი ერი სხვის მსახურებად გვაქციეს , ათასგვარ სიბინძურეს და უღმერთობას გვაჩვევენ, გვასწავლიან, ცრუ დემოკრატიული ფასეულობების სახით ბოზობას, გოთვერნობას და ჩაშვებას ცხოვრების წესად გვინერგავენ და ამას ცივილიზებულ ცხოვრებას ეძახიან და ჩვენც ასე გვაცხოვრებენ როდემდე უნდა გაგვათახსირონ, დაგვამცირონ ? როდემდე უნდა წმინდონ ჩვენმა დედებმა, დებმა, ოჯახის ნახევრებმა, გასუქებული კაპიტალისტების ნაგავი და სიბინძურე? როდემდე უნდა ვაგზავნოთ სახლში ჩვენი მეგობრები, ვისაც გულმა არ გაუძლო და იმ ქვეყნად წავიდა და მოისვენა ამ ყველაფრისგან?

 ივანიშვილები, მარგველაშვილები, სააკაშვილები და ათასი ჯურის სხვა მარიონეტები, როდემდე უნდა იზლუმპებოდენ ჩვენი ცოდვით სავსენი?

 გავერთიანდეთ! გთხოვთ უმორჩილესად და მერწმუნეთ ჩვენს შორის არიან ნამდვილი ქართველები, საქმის უბადლო მცოდნენი, ვინც შეძლებს წინ გაგვიძღვეს და დააყენოს საშველი ჩვენი სამშობლოს მომავალს, მის გაცოცხლებას და აღორძინებას! ნამდვილად არიან და ეს ყველამ ვიცით. დავიცვათ ერთმანეთი და ერთმანეთის სიყვარულით და გვერდში დგომით დავიბრუნოთ ჩვენი ღირსება და ადამიანობა, დავიბრუნოთ ჩვენი წართმეული სამშობლო და ვიცხოვროთ სამშობლოში! სხვა გზა და გამოსავალი არ არსებობს, არავინ არ გააკეთებს ამას ჩვენს მაგივრად და უჩვენოდ ყველამ ჩახედეთ საკუთარ შვილებს თვალებში და ზუსტად ვიცი, რომ იგივე თხოვნას, უფრო სწორად მოთხოვნას ამოიკითხავთ!

 ნუ ვაწყევლინებთ და ნუ ვაგინებინებთ მომავალ თაობებს ჩვენს თავს გავაკეთოთ ის, რაც უნდა გავაკეთოთ!!! ეს ჩვენი ვალია და ღვთით ბოძებული დანიშნულება ვთხოვოთ ჩვენს პატრიარქს წინ გაგვიძღვეს და დაგვლოცოს, ამ უაღრესად საჭირბოროტო საქმეში და მოვალეობაში! ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close