პოლიტიკა

,,სწრაფი ტემპით ვუახლოვდებით ქვეყნისა და ხალხის ნებისმიერი მტრის მზაკვრულ ფიქრებს”

ირაკლი ღლონტი, პარტია “რეფორმატორების” ლიდერი:

_ ფსიქოზი, აი ეს არის ამ პერიოდის პოლიტიკური აქტივობების მამოძრავებელი ძალა !

არავითარი სახელმწიფოებრიობა და პრაგმატიზმი, ყველაფერი კი ამის წინააღმდეგ ! შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ამ პროცესში მეორეხარისხოვანია დეოკუპაცია, მტრის თავგასულობა, ეკონომიკური გამოწვევები, ინსტიტუციური პრობლემები, ეკლესიის შიგნით არსებული გაუგებრობა, 300 000 დევნილის, 1 700 000 -ზე მეტი ემიგრანტის, 1 200 000 – მდე სოციალურად დაუცველის პრობლემები…

ასპარეზზე ნაკლებად აქტიურობს ინტელექტუალური საზოგადოება და ახალგაზრდები, ადამიანები, რომლებმაც ზედმიწევნით კარგად იციან რას ნიშნავს თავისუფლება, დემოკრატია, ინსტიტუციური მდგრადობა, პროგრესი. ასპარეზზე დიდწილად ვხედავთ ოდიოზურ ფიგურებს ფსევდოპატრიოტული მოტივებით, რომლებიც მოხერხებულად იყენებენ ფართომასშტაბურ ფსიქოზს, როგორც მათი ბინძური ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მთავარ მამოძრავებელ ელემენტს.

ინტენსიურად კლებულობს საზოგადოების ფუნქცია და როლი ქვეყნის წინაშე, უფრო და უფრო ვშორდებით საჯარო ინტერესებს და სწრაფი ტემპით ვუახლოვდებით ქვეყნის და ხალხის ნებისმიერი მტრის მზაკვრულ ფიქრებს.

ვღელავ ! საშინელი სუნი ასდის ჭაობს ! მყრალი და ქვეწარმავლებით სავსეა ჭაობი !

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close