საზოგადოება

,,სულ ცალ ფეხზე კიდია ამ ვირუსს პირბადე…სუფთა ჰაერით თუ სუნთქავთ, მხოლოდ მაშინ აქვს ცოტა შანსი, ფეხი მოიკიდოს”

” პირბადე არ იცავს ვირუსისგან. მაგალითს მიგიყვანთ, ჩემი მეგობრის ქმარი ძალიან უფრთხილდებოდა თავს, ეკეთა ორი პირბადე( ცოლი ექიმი ყავს და აუხსნა, რომ რამე აზრი რომ ქონდეს პირბადის ტარებას,მინიმუმ რვა შრე უნდა ქონდეს და არა ის 4,რომელიც აქვს და როგორიც უმრავლესობას უკეთია,კუსტარულად დამზადებულ ნაჭრის ერთშრიან პირბადეებზე საერთოდ არაფერს არ ვამბობ).ჰოდა დადიოდა ეს კაცი ასე,ორი პირბადით,ჯიბეში სანიტაიზერიც დაქონდა და წამდაუწუმ ხელებსაც იმუშავებდა,სადაც საშუალება ქონდა,ყველგან იბანდა.თან ძალიან მაღალი ადამიანია(2მეტრი და 4სანტიმეტრი) საუბრისას ვინმეს გადმოტყორცნილი დორბლი რომ მოხვდეს, ძალიან უნდა მოინდომოს იმ გადმომტყორცნმა,  ან სპეციალურად უნდა ახტეს და შეაფურთხოს,ან სკამზე უნდა დადგეს და ისე უნდა ელაპარაკოს. საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებსაც ერიდებოდა ეს ჩემი მეგობარი, ოჯახის წევრებსაც უშლიდა ზედმეტად სადმე სიარულს, მარტო საკუთარი ტრანსპორტითაც სარგებლობდა, მაგრამ მაინც შეხვდა კორონა, თან საკმაოდ რთულად .

ახლა ამიხსენით,რისგან დაიცვა მიღებულმა ზომებმა? იქნებ მესამე ან მეოთხე პირბადეც უნდა კეთებოდა? უკაცრავად გამოთქმისთვის და სულ ცალ ფეხზე კიდია იმ ვირუსს თქვენი პირბადე,ღია კარია მისთვის პირბადის ფორები და თუ უნდა,რომ დაგაავადოდ,ყველა ჭუჭრუტანაში შემოგიძვრებათ.აი, სუფთა ჰაერით თუ სუნთქავთ,მაშინ ცოტა შანსი აქვს ,ფეხი მოიკიდოს თქვენს სასუნთქ გზებში,რადგან ისეა მოწყობილი ადამიანი,რომ შესუნთქულს ეგრევე გარეთ აბრუნებს.აი პირბადეს თუ აიფარებთ,ამოსუნთქულ ჰაერს დაიტოვებთ მის ქვეშ და ვირუსს ცირკულირების საშუალებას მისცემთ ყველა ჩასუნთქვა ამოსუნთქვის დროს,მაშინ ბევრად გაზრდით დასნეულების ალბათობას.კი ვიცი,რომ სულ ტყუილად დავწერე ამდენი რამე და აუცილებლად ტელევიზიიდან მოწოდებული გაზეპირებული ფრაზით “გამანეიტრალებთ”,მაგრამ ცოტა ეჭვის მარცვალი თუ ჩავაგდე და დაფიქრდებით იმაზე,რაც გითხარით,უკვე დიდი წარმარება იქნება” _ წერს ფეისბუქმომხმარებელი ლალი გელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Related Articles

Back to top button
Close