,,სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების მცოცავი ანექსია ნათლად გამოხატავს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს”
„გვწამს, რომ საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისათვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სემინარის თემა – „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში“ ჭეშმარიტადმიმზიდველია, რადგან, მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონი და მისი უსაფრთხოება არასდროს ყოფილა ასე მნიშვნელოვანი. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და გასულ წელსგანხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, ეს უკვე კონსტიტუციურ დონეზე არის გარანტირებული. „2016 წლის დეკემბერში პარლამენტმამიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათლად იყო ხაზგასმული, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკისუმთავრეს პრიორიტეტს. გარდა ამისა, აღნიშნული განცხადება კიდევ უფრო გამყარდა კონსტიტუციურ დონეზე გასულ წელს განხორციელებულისაკონსტიტუციო რეფორმის ჩარჩოში. ახლა კონსტიტუცია განსაზღვრავს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, როგორც საქართველოს ყველაკონსტიტუციური ორგანოს კონსტიტუციურ მიზანს. დღესდღეობით, ევროატლანტიკურიინტეგრაცია მყარად არის გარანტირებული, როგორც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი. იგი გამოხატავს ქართველიხალხის ღრმა მისწრაფებას და არის ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. მინდა მოგახსენოთ, რომ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობამხარს უჭერდა იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც წარმოდგენილი ჰქონდათ პროევროპული და პროევროატლანტიკური პლატფორმა 2018 წლისსაპარლამენტო არჩევნებისათვის, მაშინ როდესაც ყველა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამ კურსს გააჩნია გადამწყვეტი და მზარდი მხარდაჭერა ქართულისაზოგადოების მიერ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შავი ზღვის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვალებადი გეოპოლიტიკურიწესრიგისა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, მჭიდრო შავი ზღვის თანამშრომლობა არის და უნდა იყოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემადგენელი ნაწილი. რეგიონულ უსაფრთხოებაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ უმთავრეს გამოწვევად რუსეთისრევანშისტული საგარეო პოლიტიკა დაასახელა. „უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვწამს, რომ რუსეთის რევანშისტული საგარეო პოლიტიკა უმთავრესი გამოწვევაა რეგიონალურიუსაფრთხოებისათვის. რუსეთის ქმედებებმა რეგიონში, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულში ისეთი უძლიერესი ძვრები გამოიწვია, რამაც სერიოზულადშეარყია საერთაშორისო სისტემის სანდოობა და დაემუქრა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძველსაც კი. ეხლაც კი, იმ დროს, როდესაც ჩვენ ამდარბაზში შევიკრიბეთ და ვსაუბრობთ, მოსკოვი ინტენსიურად ზრდის საკუთარ სამხედრო რესურსებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგიონის გასწვრივ.საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების მცოცავი დამკვეთრი ანექსია ნათლად გამოხატავს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ყოველდღიურად“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ამ აგრესიულ ქმედებებზე თვალი არ უნდა დახუჭოს. „საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია არსებითი მნიშვნელობისაა და იგი ნათელი გზავნილი უნდა იყოს რუსეთისათვის, რომ აღნიშნულიპოლიტიკა, რომელიც მიმართულია საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, დარომელიც ევროპის საზღვრებს ახლებურად განსაზრვრავს ოკუპაციის გზით, სრულიად მიუღებელია“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, რეგიონული უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრის საწინდარი რეგიონის თავისუფლებისმოყვარე ერებს შორის თანამშრომლობაა. „წარმოვადგენთ რა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ჩვენ გვწამს, რომ რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემის მოგვარების საწინდარი გახლავთთანამშრომლობა რეგიონის თავისუფლების მოყვარულე ერებს შორის, რადგან შავი ზღვა წარმოადგენს პოლიტიკური დაძაბულობის ასპარეზს, თუმცა ასევეგვთავაზობს აგრესიის წინააღმდეგ მიმართულ კონცენტრირებული ქმედებების შესაძლებლობას. მშვიდობა და სტაბილურობა შავი ზღვის რეგიონში უდიდესშესაძლებლობებს მოგვცემს იმისათვის, რომ წარმატებულად ვითანამშრომლოთ ბიზნესის, ენერგეტიკის, ინოვაციების, ტექნოლოგიების, კულტურისა და სხვასფეროებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, მიმდინარე წელს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტებმა სამმხრივი ფორმატი შეიმუშავეს, რომელიც ევროატლანტიკურიკურსის გაძლიერებასა და საერთო ინტერესების მისაღწევად მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად. „ჩვენ, რეგიონის მშვიდობიანმა ქვეყნებმა ასევე აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ორმხრივი და მრავალმხრივი ინსტრუმენტები, რათა ენთუზიაზმით განვაგრძოთხიდების მშენებლობა და დაბრკოლებების აღმოფხვრა.ჩვენ გვწამს, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო გზა ამტურბულენტურ ეპოქაში არის რეგიონალური ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფების გაძლიერება. შავი ზღვის რეგიონის იმ ქვეყნების წარმატებულიგანვითარება, რომლებიც უკვე წარმოადგენენ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს, შესანიშნავი მაგალითია ამ ორგანიზაციების ეფექტურისტაბილიზაციისა. ნაცრისფერმა ზონებმა გაამწვავა უსაფრთხოების მდგომარეობა, რაც კარგად უნდა გააცნობიერონ მეგობრებმაც და მოწინააღმდეგეებმაც დამიიღონ შესაბამისი ზომები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა და ნატომ, შიდა სირთულეების მიუხედავად, გაფართოებისგან თავი არუნდა შეიკავონ. მისი შეფასებით, არსებული გეოპოლიტიკური გარეოს გათვალისწინებით, ღია კარის პოლიტიკის შეჩერება ან შეწყვეტა ევროპის კონტინენტზეგავლენის ზონების და გამყოფი ხაზების წარმოქმნას გამოიწვევს. „ევროკავშირმა და ნატომ, მიუხედავად შიდა სირთულეებისა, არ უნდა შეიკავონ თავი გაფართოებაზე. გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ ევროკავშირმაც დანატომაც უფრო აქტიურად ითანამშრომლონ არაწევრ ქვეყნებთან იმისათვის, რომ დაეხმარონ მათ მათი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ეკონომოკურიმისადაგებობის, თავდაცვისუნარიანობისა და მოქნილობის გაძლიერებაში. არსებული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ღია კარის პოლიტიკის შეჩერება ან შეწყვეტა გამოიწვევს გავლენის ზონებისა და გამყოფი ხაზებისწარმოქმნას ევროპის კონტინენტზე და წაახალისებს იმ ნეგატიურ პროცესებს, რომლებიც სრულიად შეუქცევადი შეიძლება გახდეს“,- განაცხადა ირაკლიკობახიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ნატოს წევრობის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, ჩვენი ქვეყანა ამბიციური რეფორმებისდღის წესრიგს ასრულებს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განხორციელებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ გრძელვადიანი დემოკრატიული დასტაბილური განვითარების ყოვლისმომცველი ჩარჩო შექმნა. „მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ საქართველო ასრულებს საკუთარი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რათა უზრუნველყოს ნატოს წევრობისკრიტერიუმების დაკმაყოფილება. ახლახანს ჩატარებულმა კონსტიტუციურმა რეფორმამ შექმნა გრძელვადიანი დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისყოვლისმომცველი ჩარჩო. ჩვენ ასევე ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში, და ამრიგად ჩვენი წვლილი შეგვაქვს გლობალურიმშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებაში. ჩვენ გვწამს, რომ საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისათვის. 10 წლის წინ ნატოს წევრი ქვეყნებიბუქარესტში შეთანხმდნენ, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამ დროის განმავლობაში, ჩვენწარმატებით დავამყარეთ ნდობა და პარტნიორული ურთიერთობები ამ ქვეყნებთან. დღეს, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს გამოცდილება და დავიწყოთერთობლივი სვლა წარმატებისაკენ უფრო მეტი გამბედაობითა და შემართებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარის მონაწილეებს მიმართა და პრეზიდენტ გიორგიმარგველაშვილთან ერთად, დისკუსიაში – „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმის დღის წესრიგი“ მიიღო მონაწილეობა. სემინარსსაქართველო 23 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით უმასპინძლებს.