პოლიტიკა

სტრასბურგში მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად ლადო ჭანტურია მიიჩნიეს

იუსტიციის მინისტრის თეა​ წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ლადო ჭანტურია შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს. ამის შესახებ წულუკიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„ლადო ჭანტურიას სტრასბურგში მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს და საქართველოს მთავრობამ მივიღეთ შესაბამისი ექსპერტ-მრჩეველთა დასკვნა – ლადო ჭანტურია კონკურსს აგრძელებს. მასთან გასაუბრება და შემდგომი ეტაპები სავარაუდოდ, შემოდგომაზე განახლდება. მინდა მივულოცო ლადო ჭანტურიას ეს პირველი ეტაპის წარმატება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატად სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძეც იყვნენ წარდგენილი, თუმცა შემდეგ ტურში მხოლოდ ლადო ჭანტურია გადავიდა. დანარჩენ ორ კანდიდატთან დაკავშირებით, ახალი კონკურსი გამოცხადდება.

წყარო: accent.com.ge

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close