საზოგადოება

სტატისტიკის სამსახურმა საქართველოში სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზები დაადგინა

საქართველოში სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი სამი მიზეზი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა, სიმსივნე და სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობაა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯამში მიმდინარე წელს, საქართველოში სიკვდილიანობის სულ 21 ძირითადი მიზეზი გამოიკვეთა.

მათ შორის: ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები, ნერვიული სისტემის, სასუნთქი სისტემის, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები, ორსულობა, მშობიარობა, კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში, ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი, ავადობისა და სიკვდილობის გარეგანი მიზეზები და სხვა.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close