საზოგადოება
,,100 ქარხანა ისე გუგუნებს, ხალხი ქვეყნიდან ხმაურს გაურბის” _ საქართველოდან წამსვლელთა რაოდენობამ იმატა
,,100 ქარხანა ისე გუგუნებს, გაუსაძლისიაო და გაურბის ხალხი ხმაურს” _ ასეთ კომენტარს აკეთებს ხალხი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან შექმნილი მდგომარეობაა აღწერილი. ქართველები თურქეთში ჩაის საკრეფათ გადადიან. ჩაის კრეფის სეზონი დაიწყო და სარფის საბაჟოზე სეზონურ სამუშაოზე წამსვლელთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ვიდეო პირველ მაისს არის გადაღებული.