საზოგადოება

,,უბედურება ისაა, რომ ამათ ბიძინეს უსაფრთხოების დაცვა ქვეყნის უსაფრთხოებაში ეშლებათ”

ცოტნე გამსახურდიამ  ეს განცხადება  სპეცოპერაციის შესახებ სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა:

„თითქმის 24 საათია ორი ცინგლიანი ტერორისტი წინააღმდეგობას უწევს უზარმაზარი დაფინანსების და შესაძლებლობების მქონე სახელმწიფო მანქანას. წარმოგიდგენიათ, ჩვენ რომ რომელიმე ორგანიზებული ტერორისტული ქსელის სამიზნე გავხდეთ, ბიძინე ალბათ თავქუდმოგლეჯილი გაიქცევა აქედან!

არადა, რამდენი შსს მინისტრი და მოადგილე გვყავდა, ყველას ცალ-ცალკე საბჭოები და მათზე მორგებული დაწესებულებები შეუქმნეს საკუთარი სამეგობრო-სანათესაოს დასასაქმებლად. 5000 ლარი – ყველაზე ნაკლები თვიური ხელფასი აქვთ! რატომ? თანამდებობიდან წასვლის შემდეგ რომ პირი არ გააღონ ოქრუაშვილივით, რა უკანონობებს და სიბინძურეებს სჩადიოდნენ!

უბედურება ისაა, რომ ამათ ბიძინეს უსაფრთხოების დაცვა ქვეყნის უსაფრთხოებაში ეშლებათ. სხვა არც იციან, უფრო სწორედ! მეხორცე სოსო გოგაშვილს, სუსის უფროსის მოადგილეს, ერთ წელიწადში 41 -ჯერ აღებული პრემიის და ცოლზე გაფორმებული მილიონი კვ. მეტრის პატრონს, სცხელა ახლა ჩვენი უსაფრთხოებისათვის?!

ვიყოთ ჩუმად, სანამ სახლებში შემოგვივარდებიან…” – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close