სამართალი და კრიმინალი
სუს-მა დაკითხვაზე გიგა ბოკერიაც დაიბარა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, პარტია „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.
წინასწარი ინფორმაციით, ბოკერიას სუს-ში დაბარება 2015 წლის სახელმწიფო გადატრიალების საქმეს უკავშირდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისხლის სამართლის საქმეს სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულების მუხლით 2015 წლის 24 ოქტომბრიდან იძიებს.
გიგა ბოკერიასთან ერთად გამოკითხვაზე “რუსთავი 2”-ის დირექტორი, ნიკა გვარამიაც დაიბარეს.