პოლიტიკა
,,სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ღამით, ტელეფონით აცნობეს, რომ პოსტი უნდა დაეტოვებინა”
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ, თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ “თაიმერი” იუწყება. მას, ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად, სახელმწიფო კანცელარიიდან, სანდო წყარომ, აცნობა.
მედიასაშუალების განმარტებით, ლევან შონიას მობილურზე ზარი წუხელ, დაახლოებით, 22:00 საათზე განხორციელდა და მას აუწყეს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტი უნდა დაეტოვებინა. დღეს, სამუშაო საათების დაწყებისთანავე, ლევან შონია თანამშრომლებს შეხვდება, ხოლო 11:00 საათზე, ქალაქის მერებს და სოფლის რწუმუნებულებს.
ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დაიკავებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობას.
სავარაუდოდ, შონიაც კვირიკაშვილის გუნდის წევრი იყო და მისი გათავისუფლებაც ასეთი ფორმით ამიტომ მოხდა.