ვიდეო

როგორ მოამზადეს საბამ და ბებომ ვაშლის უგემრიელესი პეროგი (ვიდეო)

2,50 კგ არომატული ვაშლი გარეცხეთ და დაჭერით თხელ და გრძელ ნაჭრებად.

1, 250 კგ უმაღლესი ხარისხის ფქვილი (სასურველია ,,კარმენი”) და 400 გრამი შაქრის პუდრი (შაქარი დაფქვით) აურიეთ და დაყარეთ მაგიდაზე. ასევე შეურიეთ 1 ჩაის კოვზი სოდა და ერთი ვანილი.

ყავის ჭიქაში ჩაასხით 1/2 წყალი და 1/2 ზეთი. სითხე დაასხით ფქვილისა და შაქრის პუდრის ნარევს. სამი ცალი დარბილებული მარგარინი ,,ონა” დაამატეთ ამ მასას და კარგად მოზილეთ. ცომის ნახევარზე მეტს გააბრტყელებთ და დიდ ტაფაზე დააფენთ.

დაჭრილ ვაშლს მოაყარეთ ერთ ჭიქა შაქარი და კარგად აურიეთ. შემდეგ დააფინეთ დაფაზე გაბრტყელებულ ცომს.

დარჩენილ ცომს პატარა გუნდებად დაამზადებთ, რომელსაც მისცემთ მრგვალ და გრძელ ფორმას. თითოეულს დაალაგებთ ვაშლს ზემოდან ისე, რომ ბოლოს, ვაშლი მთლიანად დაიფაროს. გამოაცხეთ 250 გრადუსზე.

როდესაც გამოცხვება ტაფიდან ცხელს ამოიღებთ, ნამცხვარს დაჭრით სასურველი ფორმის ნაჭრებად და  გადმობრუნებულს დატოვებთ მაგიდაზე მთელი ღამის განმავლობაში. დილით თითოეულ ნაჭერს გადაიტანთ თეფშზე და მოაყრით შაქრის პუდრს.

წყარო:sufra.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close