სამართალი და კრიმინალი
,,პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეცრაზმელებს ცეცხლი გაუხსნეს”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას ატარებს. ამის შესახებ პირველ არხს სუს-იდან აცნობეს.
„პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია“, – განაცხადეს სუს-ში.