საზოგადოება

,,ოცნების ხელისუფლებაში მოსვლა დიდად პროგრესული იყო იმით, რომ ეს ქალბატონი დაოჯახდა”

,,ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლა დიდად პროგრესული იყო იმ კუთხით, რომ ეს მინისტრი ქალბატონი როგორც იქნა დაოჯახდა,რასაც ვულოცავ.

 მისალოცია ისიც, რომ სტრასბურგში 400 ათას ევრო- კრედიტით შეძენილი სახლის პრობლემა მან ბიძინას ფულებით უცბად მოაგვარა, მამამისს რომ ორი ათეული კაცი ყავს დახვრეტილი, ამაზეც უზენაესი სასამართლოს არქივები ღაღადებენ, თუმცა, ამას ვეღარ მივულოცავ. მისი ეს გაყოყოჩებული ინტერვიუ იმის შედეგია, რომ ამ კრიმინალმა არსებამ საკუთარი ხელით დაწერა თავის უბიწოობის ვერდიქტი ( როგორც რუსთავი 2 -ის საქმეზე) და გაუგზავნა მოსამართლეს 16 თებერვალს წასაკითხად. ვერ გიშველით საკუთარი ადვოკატურა მინისტრებად წოდებულო ბიძინას საბანკო კლიენტებო ” _ ეს კომენტარი ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ  თეა წულუკიანი “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილს სასამართლოში პატივისა და ღირსების შელახვის ბრალდებით უჩივის.

საქმე ეხება შალვა ნათელაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, „ლეიბორისტების“ ლიდერი ამბობდა, რომ თეა წულუკიანმა ბინა სტრასბურგში, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა. შალვა ნათელაშვილმა იუსტიციის მინისტრის ასეთი გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიის ლიდერზე ზეწოლად ჩათვალა. თეა წულუკიანი კი აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა თავიანთ სიტყვებზე პასუხი უნდა აგონ, მითუმეტეს, როცა ეს უსაფუძვლო ბრალდებებია.

,,მე ჩემამდე მახსენდება კობა კობალაძე, რომელმაც ასევე უჩივლა და „რუსთავი 2-ს“ ღია ეთერში სწორი ინფორმაცია გაავრცელებინა. იქაც სასამართლომ თქვა, რომ არასწორი იყო ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კობა კობალაძე „რუსთავი 2-მა“ გამტუნებულად გამოაცხადა.

ერთი ორჯერ „გავატარე“ როგორც თქვენ თქვით, მართლა „გავატარე“. მაგრამ შემდეგ უკვე მივხვდი, რომ ეს იყო მეტისმეტი. შალვა ნათელაშვილმა იკადრა ის, რასაც არავინ არ უნდა კადრულობდეს, მითუმეტეს თუ პოლიტიკაში ხარ. ასეთებს რომ კადრულობენ ადამიანები, სწორედ ასეთი განცხადებები ათქმევინებს ხალხს, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, ან არასერიოზული საქმეა, არადა ამ დროს პირიქითაა.

მან ორი დიდი ტყუილი თქვა: ერთი ის, რომ ბინა რომელიც მე ჩემი მძიმე შრომით, დანაზოგით და ბანკის სესხით შევიძინე სტრასბურგში 2008 წელს, თურმე მეკი არ შევიძინე, ამათ მიყიდეს. ეს, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია და ველოდები ამაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მეორე, რაც მან იკადრა და ტოლი არ დაუდო „ნაციონალებს“ ტყუილში, მამაჩემი დაადანაშაულა თვითმფრინავის ბიჭების საქმეში, მოსამართლე იყო თუ პროკურორიო.

პირველ თემაზე დავა მიმდინარეობს. მეორეზე მე საბუთები მაქვს, განაჩენიც, არქივში ინახება. რომლითაც ძალიან მარტივად შემიძლია დავამტკიცო, რომ ეს მამაჩემზე, ჩემზე და ჩემს ოჯახზე უსაფუძვლო თავდასხმა და მარტივად რომ ვთქვა, ტალახის სროლაა. იმიტომ, რომ არა მხოლოდ მოსამართლის, არამედ უბრალოდ რიგითი ადამიანის სტატუსითაც თვითმფრინავის ბიჭების საქმეზე მამაჩემის არც სახელი და არც გვარი ფიგურირებს. ეს არის ტყუილი.

ამ თემაზე ვერ ვიჩივლე, რადგან მამაჩემის თანხმობაა საჭირო და ის უნდა იყოს ჩემთან ერთად მოსარჩელე. როდესაც მამას ამაზე დაველაპარაკე, სარჩელი შემაქვს ნათელაშვილის წინააღმდეგ-მეთქი, მან მითხრა ასეთი რამ, მე არ ვაპირებ სასამართლოში ვედაო უპასუხისმგებლოებს და სულელებსო. შესაბამისად, ის მე არ დამეხმარა ამაში. თუმცა თუ მომავალში კიდევ ვინმე გაბედავს, რომ ადამიანს რომელიც დღეს არის პენსიაზე, დაკავებულია თავისი შვილიშვილებით, დადის მთაში და სვანეთში, კიდევ ვინმე მიაყენებს ამ შეურაცხყოფას, მე მას კატეგორიულად მოვთხოვ შეცვალოს გადაწყვეტილება და ჩემთან ერთად იყოს მოსარჩელე. ამიტომ არ არის დავა ამ მეორე ნაწილზე, თორემ საბუთები აქ მაქვს” _ განაცხადა თეა წულუკიანმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close