საზოგადოება

ნინო მიქიაშვილი: სერიოზულ მოკვლევას ვატარებ…

,,გავბევრდით და გავძლიერდით

კიდევ ორ კარგი ახალი ამბავი მაქვს, შევაგროვე, რომ ერთად მეთქვა. დავიწყოთ იქიდან, რომ დღეიდან ჩემთან და Mamuka Nozadze სთან ერთად ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას Kate Utiashvili დაიცავს.

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა ჩემი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. ამ პროცესზე მე და ქეთი ერთად ვიყავით. ინფორმაცია, რომელსაც ადმინიტრაციული საჩივრით ვითხოვდი, გონივრულ ვადაში გადმომეცემა. საქმე ეხება 2017 წლის 7 მარტს ეროვნულ გალერეაში ცეცხლმოკიდებულ ტრანსფორმატორს. ჯერ დაველოდები გამოთხოვილ ინფორმაციას და როცა მომაწვდიან, შემდეგ დეტალურად დავწერ და იმ დოკუმენტებსაც გამოვაქვეყნებ, რაც ამ დროის განმავლობაში მოვაგროვე. სერიოზულ მოკვლევას ვატარებ.

11 მაისს მე და მამუკა ნოზაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომ მივმართეთ, მისი წინამორბედის განკარგულებასთან დაკავშირებით, ალბათ, გახსოვთ – საქმე ქვემო ქართლში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობას ეხება. თუ 11 მაისის განცხადება არ გახსოვს, აი, ამ ლინკზე დააკლიკეთ, შედით და გაეცანით განცხადების ტექსტს.

ამ საჯარო ინფორმაციის მიღებაზეც ადმინისტრაციული საჩივრის დაწერა მოგვიწია. 11 ივლისს ჩავაბარე საჩივარი და გუშინ, 19 ივლისს “ობიექტივში” მთავრობის ადმინისტრაციიდან 14 ივლისით დათარიღებული პასუხი მოვიდა – ის ინფორმაცია, რასაც თქვენ ითხოვთ, მთავრობის ადმინისტრაციაში არ ინახებაო, – ერთ წერილში ეს ეწერა და მეორეში ის, რომ მთავრობის ადმინისტრაციიდან ჩვენი კორეპონდენცია გადაგზავნილია: სოფლის მეურნეობის სამინისტროში, გარემოს დაცვის სამინისტროში და ჯანდაცვის სამინისტროში. მოუთმენლად ველოდები პასუხს და როცა მივიღებ, განცხადებას, ადმინისტრაციულ საჩივარს და უკლებლივ ყველა დოკუმენტს გამოვაქვეყნებ.
ფოტოზე მინაწერი – სამივე ერთად არც ერთ სხვა ფოტოზე არ ვართ და ამიტომ სუფრაზე გადაღებულ ფოტოს ვაქვეყნებ – თავზე ხელგაშლილი ჩვენი ნელიკო გვადგას. ფოტო გადაღებულია 2017 წლის 12 მაისს, ადვოკატთა ასოციაციის ღონისძიების შემდეგ უცხოელი ადვოკატების პატივსაცემად გამართულ საზეიმო ვახშამზე.

_ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close