საზოგადოება
,,მისი ტანი კათოლიკე მისიონერებმა დაასაფლავეს ისპაჰანში”
ფეისბუქგვერდი ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა” საქართველოს ტკბილ-მწარე ისტორიის ერთ-ერთ საინტერესო ფრაგმენტის შესახებ ასე გვატყობინებს:
,,პაატა გიორგის ძე სააკაძე (გ. 1625), გიორგი სააკაძის მეორე ვაჟი იყო. იგი მძევლად იყო ირანში შაჰ აბას I-ის კარზე. 1625 წელს, ქართლ-კახეთში აჯანყების დაწყების შემდეგ, შაჰის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს და მამას გაუგზავნეს საქართველოში, ტანი კი კათოლიკე მისიონერებს დაუსაფლავებიათ ისპაანში. მოგვიანებით გიორგი სააკაძემ თბილისელი ვაჭრების დახმარებით ფარულად ჩამოასვენა საქართველოში და საგვარეულო მონასტერში, ერთაწმინდაში
(კასპის რაიონი), დაკრძალა…”