საზოგადოება

მაკა რაზმაძე: ახლა კორკოტას შვილზეა შეტევა…

,,პირადად ჩემთვის ქართულ მარშელებს არასდროს არაფერი დაუშავებიათ. მათი პირადი საქმეა მათი მრწამსი და მოძრაობა. ვისაც უნდა მოიწონებს და გაყვება, ვისაც არ უნდა, ძალით ვერსად ვერავინ წაიყვანს.
გავმწარდი, როცა კორკოტას და ახალგაზრდა გოგონების სქრინები ჩამიყარეს დაქადნებებით-აი ვის იწვევ სტუდიაში. თქვენი, ჟურნალისტების ბრალია ასე რომ იქცევაო….არ მომეწონა რაც ვნახე და წავიკითხე და პროტესტიც გამიჩნდა. ერთი წევრის საქციელის გამო მთელ მარშზე სტატუსიც დავწერე და გადაწყვეტილებაც მივიღე, სანამ ბოდიშს არ მოუხდის ახალგაზრდებს, მათ თემებს აღარ გავაშუქებ-თქო.
და სულ ცოტა ხანში რას ვხედავ, ახლა უკვე კორკოტას შვილზეა შეტევა. სახალხოდ გამოსვლისა და მამის დაგმობას სთხოვენ.
ადამიანებო, რა უბედურებაა ეს? რა უბედურებაა ეს შვილებით ომი?არასდროს აღარ უნდა დასრულდეს?
თუ იბრძვით, იბრძოლეთ, თუ ომობთ იომეთ, მაგრამ დაანებეთ თავი მოწინააღმდეგე მხარის წელსქვევით დარტყმებს. დაანებეთ თავი ოჯახებს და შვილებს. ყველას ეხება ეს! სრულიად ყველას, ვინც თავს უფლებას აძლევს და საკუთარ ბრძოლაში საერთოდ არაფერ შუაში მყოფ შვილებს ეხება.
ყველა მხარე სამარცხვინოა, ვინც ამას აკეთებს!” _ აცხადებს ტელეწამყვანი მაკა რაზმაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close