საზოგადოება

,,კიდე ერთხელ, საჯაროდ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს ჩემზე და ჩემს ოჯახზე ძალადობა და ტერორი”

  ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში იგი საუბრობს იმ ძალადობაზე, რომელიც პირადად მისი და ოჯახის მიმართ ხორციელდება.
თამაზ ელიზბარაშვილი:
,,ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოების გამო იძულებული ვარ, დავხურო თავშესაფარი. არა ერთი მიმართვის მიუხედავად შშს-მ არ აღკვეთა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ ძალადობა და ტერორი. დღეში რამოდენიმეჯერ რეკავენ ჩემთვის უცნობი ადამიანები, მაგინებენ, მემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით, უფრო მეტიც ქუჩაში დამხვდნენ და რომ არა ჩემი ძალისხმევა ტრაგედია დატრიალდებოდა.
დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ სიბინძურის მთავარი ორგანიზატორია სოციალურ ქსელ თბილისის ფორუმის დამფუძნებელი და მეპატრონე თემურ ხაინდრავა.
მისი ეგრეთ წოდებული იუზერები მოუწოდებენ ფორუმის სხვა წევრებს, ფბ-ზე აგინონ უცხო ადამიანებს, მერე მიწერონ ჩემი სახელი და ტელეფონი. ბუნებრივია, ამ მზაკვრული გეგმის მიზანია კონფლიქტის პროვოცირება ჩემსა და ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანებს შორის, რაც აუცილებლად ტრაგედიით დამთავრდება.
კიდე ერთხელ საჯაროდ მოუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთეთ ჩემზე და ჩემ ოჯახზე ძალადობა და ტერორი.
აქვე ვაქვეყნებ ნაწილს სქრინების, რაც ადასტურებს ჩემს წინააღმდეგ თბილისის ფორუმის გარკვეული წევრების მიერ დაგეგმილ მზაკვრულ გეგმას.
ასევე გუშინდელი ბოლო ინციდენტის ვიდეი ლინკს”.

https://www.youtube.com/watch?v=TKrn9lWmi9g

Tamaz Elizbarashvili dog shelter-ს ფოტო.
.
.
.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close