საზოგადოება

კახეთში სეტყვამ დასაკრეფი ვენახები დააზიანა

სტიქიამ თელავის რაიონის ოთხი სოფელი დააზარალა. ვარდისუბანში, რუისპირში, გულგულასა და კურდღელაურში დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახები.

მოსახლოების თქმით, ძლიერი წვიმა სეტყვასთან ერთად დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ზარალის ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. სტიქიით მიყენებული ზიანის დათვლას შესაბამისი კომისია დღეიდან დაიწყებს.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ზარალი აუნაზღაურდებათ მათ, ვისაც მოსავალი დაზღვეული ქონდა.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close