საზოგადოება

,,კალაძემ ისე იღლიცინა… ” _ პასუხის პასუხი თბილისის მერს

,,კალაძემ ისე იღლიცინა, (პიარის რჩევით, რომელშიც ათიათასობით ლარს ბიუჯეტიდან ვიხდით) რომ თითქოს ეს ბრძანება მე გამოვეცი და მე მივუთითე “პოტენციური ინვესტორი” ან მილანი. 

  უაზრო ხუმრობას და პრანჭიაობას ურჩევნია, თუ ვინმეს შეხვდა ჩვენც გაგვაგებინოს, (ჩვენი ფულით იყო და ამიტომ) თუ დალაქი მიაჩნია ინვესტორად ესეც დაგვიდასტუროს” _ პასუხობს კალაძეს თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი.

ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერს, კახი კალაძეს ბრალი დასდო საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, კალაძე მოადგილესთან, ილია ელოშვილთან და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კონსულტანტთან ერთად ლუქსემბურგში, მილანსა და ვარშავაში იმყოფებოდა. სამივლინებო დოკუმენტაციით კი ცნობილია, რომ მგზავრობა, დაახლოებით, 14 ათას 500 ლარი დაჯდა.

ცნობილია ვის შეხვდნენ ისინი ლუქსემბურგსა და ვარშავაში, თუმცა ვისთან შესახვედრად გაემგზავრა თბილისის მერი ლუქსემბურგიდან მილანში, უცნობია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, კახა კალაძე მილანში თმის შესაჭრელად იმყოფებოდა.

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია მოუწოდებს აუდიტის სახელმწიფო სამსახურს შეისწავლოს, რა ხარჯებით იყო კახა კალაძე მილანში და ვინ არის ის პოტენციური ინვესტორი, ვისაც ის მილანში შეხვდა.

ლუქსემბურგსა და ვარშავაში მითითებულია კონკრეტული შეხვედრები თუ ვის შეხვდა, ხოლო მილანში წერია, რომ პოტენციურ ინვესტორს შეხვდა. ვერც ჩამოსვლის შემდეგ დაადასტურა და ვერ მიუთითა ის ინვესტორი, ვისაც შეხვდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამი ადამიანი იყო საჭირო საქმიან შეხვედრაზე დასწრებოდა 20 თებერვალს, ხოლო 28 თებერვლის ბრძანებით ვკითხულობთ, რომ მილანში მხოლოდ კახი კალაძე იყო. ის, რომ მილანში მხოლოდ კალაძე იყო, ის, რომ საქმიანი შეხვედრა არ ჰქონია, ის რომ თმები შეიჭრა კალაძემ მილანში, ეს სხვადასხვა გარემოებით დასტურდება, თუ საბუთებით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ადრე მოსკოვში ვიღაც ბორშის საჭმელად დაფრინავდა, კალაძე მილანში თმების გასაკრეჭად დაფრინავს, მათ შორის ბიუჯეტის ხარჯზე“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, თმა შევიჭერი, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ხაბეიშვილის ბრალდებებზე საუბარი სასაცილოა.

„თმა შევიჭერი მილანში, ეს არის ჩემი პასუხი ხაბეიშვილის განცხადებაზე. ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, ქალაქის ბიუჯეტიდან დავხარჯე თანხები, იქ კიდევ ვიღაცები დავპატიჟე ბარში, რესტორანში, ესეც ქალაქის ბიუჯეტის თანხებით. მერე თმა შევიჭერი, მოგწონთ თქვენ თუ არა. ესეც ქალაქის ბიუჯეტით“, – განაცხდა კალაძემ.

კითხვაზე რა ოფიციალური შეხვედრები გაიმართა ქალაქის საბიუჯეტო თანხებით, კალაძემ განაცხადა: „არაფერი, ისე უბრალოდ წავედი გასართობად ქალაქის ბიუჯეტით. მერე ღამის კლუბშიც წავედი. კიდევ გავიხსენებ და წერილობით მოგაწვდით,” – აღნიშნა კალაძემ.

კალაძეს ლევან ხაბეიშვილმა კვლავ უპასუხა.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close