პოლიტიკა
,,თბილისს და საქართველოს სჭირდება კალაძისაგან წართმეული მილიარდების უკან დაბრუნება”
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2017/11/t-10.jpg)
,,თბილისსა და საქართველოს სჭირდება კალაძისაგან წართმეული მილიარდების უკან დაბრუნება და არა იაფფასიანი თაღლითური პიარი უხელფასო წამებულზე. კერძოდ, ამ ბატონმა ჩააბაროს ქალაქს:
1. მის მიერ სამების ტაძართან, ჩალის ფასად დათრეული 80 ჰექტარი მილიარდიანი მიწა.
2.დაუბრუნოს ქართველ ხალხს მისგან მიტაცებული 20 ჰიდროელექტროსადგური გადამალული კალა-კაპიტალის აბრევიატურით კვიპროსის ოფშორებში.
3. უარი თქვას სახელმწიფო ბიუჯეტში ჩადებული 300 მილიონზე ვითომდა ფეხბურთის განვითარებისათვის, რასაც ის და კობიაშვილი ითვისებენ.
ყოველივე ამის შემდეგ არათუ ხელფასი აიღოს, არამედ გაიორმაგოს, ალალი იქნება” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.