საზოგადოება

თაკო გვაზავა: ზუსტად დავინახე, თუ რატომ დააპატიმრეს პატრულის თანამშრომლებმა რატიანი

,,გუშინ ტაქსიში ვიჯექი, როცა პირადად შევესწარი რატიანის ამბავს. თამარ მეფეზე საცობი იყო და ტაქსი რაღაც პერიოდის განმავლობაში შეჩერდა.
რა დავინახე მე: სამი პატრული ესაუბრებოდა, ხაზს ვუსვამ, უბრალოდ ესაუბრებოდა ნარინჯისფერ ქურთუკში ჩაცმულ კაცს, რომელიც დღეს აღმოჩნდა რომ რატიანია. რაღაც მომენტში რატიანმა დაიწყო აგრესიულად ხელების ქნევა, პატრული ისევ მშვიდად ეკონტაქტებოდა. შემდეგ ისევ ზვიადმა მოიქნია მუშტი და ერთ-ერთ პატრულს სახეში გვარინად ჩასცხო. ამის შემდეგ პატრულის თანამშრომლებმა სრულიად აუღელვებლად, ყოველგვარი აგრესიის გარეშე მიწაზე პირქვე დააწვინეს, ხაზს ვუსვამ – ფრთხილად, კი არ დააგდეს, დააწვინეს, ხელები უკან მოუქციეს და დაადეს ბორკილები. მერე აუჩქარებლად წამოაყენეს და ჩემი ტაქსიც დაიძრა.
ჰოდა, რა ვიცი, პოეტი ჩვეულებრივი მოქალაქე არ არის და პასუხს განსხვავებული წესით აგებს კანონის წინაშე თუ როგორაა საქმე, იქნებ ამიხსნას ვინმემ..
მე არ ვიცი რა მოხდა იზოლატორში და რას ესაუბრებოდნენ მანამდე, მაგრამ ზუსტად დავინახე, თუ რატომ დააპატიმრეს ეს კაცი.
მე კითხვები არ მაქვს” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი თაკო გვაზავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close