საზოგადოება
ვარკეთილის მეტროსთან, საიდანაც გარემოვაჭრეები გაყარეს, ძვირადღირებული ავტოსადგომია მოწყობილი

ვარკეთილის მეტროსთან, საიდანაც რამდენიმე თვის წინ გარემოვაჭრეები სკანდალურად გაყარეს, ახლა საკმაოდ ძვირადღირებული ავტოსადგომია მოწყობილი. აღნიშნულ ავტოსადგომზე მანქანის გაჩერების ტარიფი ასეთია:
2 საათი – 4 ლარი;
3 საათი _ 6 ლარი;
5 საათი -10 ლარი;
10 საათი – 20 ლარი.
ტარიფის გვერდით წერია, რომ ვიდეოთვალი ყველაფერს იმახსოვრებს, ანუ ,,მათ” თვალსა და ყურს არცერთი წამი აღუნუსხავი არ დარჩება.
.
.
.
.
.
ცოტა ხნის წინ, ქალაქის მესვეურები გვიმტკიცებდნენ, რომ გარემოვაჭრეები მეტროსადგურის იერსახეს აფუჭებდნენ და ამიტომ მოხდა ძალის გამოყენებით მათი გაყრა. ძვირადღირებული ავტოსადგომი კი ეტყობა, მეტროს შემოგარენს ალამაზებს.
ასე ხდება მაშინ, როცა ,,ფული ჯოჯოხეთს ანათებს”!