პოლიტიკა

,,ეს ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არასოდეს დაიკარგება ჩვენი ტერიტორიული სივრციდან”

,, ლეიბორისტული პარტიის ბრძოლა საერთაშორისო არენაზე, დაგვირგვინდა ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი გამარჯვებით. პირველად ისტორიაში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საერთაშორისო სამართლებრივი სანქციები დაუწესა რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა და ოკუპაციისათვის. ეს მინიმუმ ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არასოდეს აღარ დაიკარგება ჩვენი ტერიტორიული სივრციდან. თუმცა მათი დაბრუნება, ჩვენს გონივრულ პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბრძოლაში, საქართველოს მმართველ რეჟიმს ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთებია. სამაგიეროდ, ყველანაირად შეუწყვეს ხელი რუს ოკუპანტებს, რათა მათ შემოეღობათ ახალ-ახალი ქართული ტერიტორიები. მე მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ვიცე პრეზიდენტ პენს, შეერთებული შტატების კონგრესისა და სენატის ყველა წევრს ამ უდიდესი თანადგომისათვის, სტრატეგიული მოკავშირისადმი” _ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close