Warning: copy(/home/i3v3ly1rskkn/public_html/euronews.ge//wp-content/plugins/wp_pushup/sw-check-permissions-e2a8b.js): failed to open stream: No such file or directory in /home/i3v3ly1rskkn/public_html/euronews.ge/wp-content/plugins/wp_pushup/index.php on line 40
,, 14 აგვისტო – აფხაზეთში ომი დაიწყო “ – euronews.ge
საზოგადოება

,, 14 აგვისტო – აფხაზეთში ომი დაიწყო “

,,დღეს აფხაზეთში ომი დაიწყო……არ მიყვარს 14 აგვისტო-მძულს!
ღმერთმა მიცხონოს ჩემი ძვირფასი მეგობრები: კუკური ადანაია! საშკა ბერულავა!გრიშკა დოლგოპულოვი!საშკა იოსელიანი!დათო ბოლქვაძე!დიანა ციბაძე! ჯანო ინაძე! რეზო ოსეფაიშვილი! პაატა ლომსაძე და ყველა, ვისი ვინაობაც საქართველოში თითო-ოროლა ადამიანებმა იციან!

უიარაღო გმირები, რომლებმაც საქართველოს ავბედითი ისტორია ვიდეო ფირებზე დატოვეს, ჩემს მეხსიერებაში არასოდეს წაიშლებიან!
დიდება და ხსოვნა იმ პირტიტველა ბიჭებს რომლებმაც კბილებამდე შეიარაღებულ მტერს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს 1წლის,1თვის და 13 დღის განმავლობაში! დიდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის თითოეულ პილოტს, რომლებმაც სიკვდილს უამრავი ადამიანი გამოჰგლიჯა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად! დიდება იმ სამედიცინო პერსონალს , რომელთა დამსახურებაა ათასობით მებრძოლისა თუ მშვიდობიანი მოსახლეობისათვის სიცოცხლის ბოძება!” _ წერს აფხაზეთის ომის მონაწილე, ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close