საზოგადოება
,,დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ ყინწვისის მონასტერს ჩინელებმა მაღაზია მიაშენეს”

ყინწვისის მონასტერს ჩინელებმა მაღაზია მიაშენეს, – ამის შესახებ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, პროფესორი, მწერალი ვაჟა კაკაბაძე წერს.
მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ მან კულტურის სამინისტროს წერილით უკვე მიმართა.
,,წერილი კულტურის სამინისტროს:
დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ ზედ ყინწვისის მონასტერს ჩინელებმა მაღაზია მიაშენეს. უმორჩილესად გთხოვთ აღკვეთოდ ეს უმსგავსობა.
ეკონომიკის მეც. დოქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, პროფესორი, მწერალი ვაჟა კაკაბაძე.
წერილი გაეგზავნა: 2017 წ. 4 ივლისი.
როგორც ახლახანს შემატყობინეს, ეს მაღაზია გააუქმეს,” – წერს ვაჟა კაკაბაძე.
წყარო: sazogadoeba.ge