საზოგადოება

,,დარღვევა სად არის? მათში, ვისაც ჰომოსექსუალურების ეშინია?” _ მოკლე პასუხი დიმიტრი ცქიტიშვილს

,,ჰომო – სექსუალური ორიენტაციაა.
ფობია ბერძნული სიტყვაა და შიშს ნიშნავს.
ანუ ჰომოფობია = იმას, ვისაც ჰომოსექსუალურების ეშინია.

დარღვევა სად არის? მათში, ვისაც ჰომოსექსუალურების ეშინია?

სამწუხაროა, რომ ზოგჯერ არ ვიცით რას ვსაუბრობთ…” _ აცხადებს ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი.

გუშინ, პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე, ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელმა,  ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განვიტარებული მოვლენები შეაფასა.

„ჩვენი ვალდებულებაა, დავინახოთ [ჰომოფობიის] პრობლემა, გავუსწოროთ თვალი იმ დარღვევებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, მრავლად არის, როგორც უფლებრივი თვალსაზრისით, ასევე ძალადობის კუთხით” – განაცხადა გვრიტიშვილმა.

საქმე იმაშია, რომ გუშინ, ლგბტ აქტივისტები ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე პლაკატებით შევიდნენ. მათ კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს შეკითხვა დაუსვეს, თუ რატომ გადაიფიქრა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის, 17 მაისის აღნიშვნა, როცა ეს ვალდებულება კომიტეტმა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ჩაწერით, საკუთარი სურვილით აიღო. თუმცა მათ ვერ მიიღეს პასუხი კილაძისგან, რომელმაც თქვა, რომ აქტივისტები შესაძლოა მართულები იყვნენ.

ინციდენტის დასრულების შემდეგ ცქიტიშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, აქტივისტების ემოციურ გამოსვლას მშვიდად შეხვდნენ, რადგან ამ ადამიანების უკან „ძალიან ბევრი ტრაგედია” დგას. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა კომიტეტი პირველ რიგში ყველაზე დაჩაგრული და მარგინალიზებული ადამიანების უფლებების დაცვისკენ უნდა იყოს მოწოდებული.

„მინდა ჩემს კოლეგებს მოვუწოდო, რომ ასეთ საკითხებს ძალიან მშვიდად უნდა შევხვდეთ. იმიტომ, რომ ეს არის ჯგუფი, რომელიც არის თავისი მდგომარეობით ძალიან მარგინალიზებული და ძალიან ბევრი ტრაგედია დგას თითოეული მათგანის ცხოვრების უკან და მათი ემოცია, ეპატაჟი, რომელიც გამომდინარეობს არა დალხენილი ცხოვრებიდან, არამედ იმ უფლებების შეზღუდვიდან, რომელიც თუნდაც [ომბუდსმენის] ანგარიშშია მოცემული. ამას აქვს ძალიან მწვავე გამოხატულება მათი მხრიდან.

ჩვენი ვალდებულებაა, ამას მშვიდად შევხვდეთ, დავინახოთ ეს პრობლემა, გავუსწოროთ თვალი და იმ დარღვევებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არის და არის მრავლად, ყველანაირი დონით, როგორც უფლებრივი, ისე ძალადობის კუთხით, რომელიც მოცემულია სახალხო დამცველის ანგარიშში, უნდა შევხედოთ ჯანსაღად. ჩვენი ვალდებულება ესაა.

მე მესმის, რომ ეპატაჟმა დაკარგა კორექტულობისა და საპარლამენტო ფორმა, მაგრამ ამ შემთხვევაში მგონია, რომ ჩვენი ფორმა უნდა შევინარჩუნოთ და გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ადამიანის უფლებათა კომიტეტში, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს, პირველ რიგში ყველაზე დაჩაგრული და მარგინალიზებული ადამიანების უფლებები დაიცვას” – თქვა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close