საზოგადოება

,,გვიწოდებენ ბარიგებს, მკვლელებს, გვემუქრებიან…”_ იურა ვაზაგაშვილის დის განცხადება

მანანა ვაზაგაშვილი, იურა ვაზაგაშვილის და:

_ ჩემი ძმის მკვლელობის შემდეგ, როგორც მედიასაშუალებებით, ისე სოციალური ქსელის საშუალებით მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რაც ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელია, როგორც ჩვენთვის, ისე იურის ცოცხლადდარჩენილი მეგობრებისთვის. გვიწოდებენ ბარიგებს, მკვლელებს, ხან პირისპირ შეხვედრისას, ხან აქ – სოციალურ ქსელში გვემუქრებიან, მაგრამ, როგორც იურის მეგობრებს, ისე ჩვენი ოჯახის წევრებს რა უნდა გაგვიკვირდეს, მაშინ, როცა პროკურორებსაც უყვირიან და  ემუქრებიან მოსამართლის თვალწინ – ეს არაერთხელ მოხდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ე. წ. კორტების საქმის განხილვის დროს, როცა მკვლელობაში მსჯვრდებულები პროკურორებს ბარიგებს უწოდებდნენ და იმ მემორიალთან ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ, რომელიც გასული ცხრაწლიანი რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად აიგო იქ, სადაც ჩემი ძმისშვილი სიცოცხლეს გამოასალმეს.

 ვფიქრობ, სიცრუის ტირაჟირებას და მუქარას წერტილი მას შემდეგ დაესმება, ჩემი ძმის მკვლელობის დამკვეთები ოფიციალურად რომ გამოაშკარავდებიან და თავიანთ კოლეგებს გვერდით მიუსხდებიან. დღეს თუ არა ხვალ, ეს უსათუოდ მოხდება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close