საზოგადოება

ადვოკატი ასახელებს მიზეზს, რის გამოც დაჭრეს სკოლის მოსწავლეები

 რამაზ ჩინჩალაძე ,,წითელ ბაღში” მოსწავლეების დაჭრის დროს ერთ-ერთი დაშავებულის ადვოკატი:

_ როდესაც პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ბანკეტის გაკეთება, დაპატიჟეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად, კიდევ სხვა პიროვნებები, რომლებიც ადრე სწავლობდნენ პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში. მათი დაპატიჟება არ მოეწონათ მათ სხვა კლასელებს. იმის გასარკვევად, რატომ არ სურდათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე პიროვნება ეხილათ ბანკეტზე, შეხვდნენ ერთმანეთს მდგომარეობის გარკვევის მიზნით. დაიძაბა ურთიერთობა. ზოგს ჰქონდა სურვილი, რომ ერთად გადაეხადათ ბანკეტი და ზოგს ჰქონდა სურვილი, არ ეხილათ ორი-სამი პიროვნება ამ ბანკეტზე. აქედან წარმოიშვა ეს დაპირისპირებაც. დაძაბული საუბრის დროს, ერთ-ერთმა გამოიყენა ცივი იარაღი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close