სიღნაღის ამბები

ე.წ. მაჩხაანიზაციის პროცესი გრძელდება?

,,სკოლის არარსებობის გამო, მაჩხაანელ მოსწავლეებს, განათლების მიღება თეტრის შენობაში წლების განმავლობაში უწევდათ"

ე.წ. მაჩხაანიზაციის პირველი ეტაპი გადალახულია. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის მოსწავლეებს სკოლის არარსებობის გამო, განათლების მიღება თეტრის შენობაში წლების განმავლობაში უწევდათ. ახლა კი, ყველაფერი სხვაგვარადაა და ქვემო მაჩხაანში 90-მდე მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდა.
სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. სკოლაში მოეწყო 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1ლაბორატორია. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები, სკოლა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა. იმედია, ე.წ. მაჩხაანიზაციის ფარგლებში სხვა პროექტებიც მალე განხორციელდება.
    შეგახსენებთ, რომ სიღნაღის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა EURONEWS.GE -ს განუცხადა, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებები ე.წ. მაჩხაანიზაციის პროცესს იწყებენ. სკოლის შემდგომ, სოფელში აღდგება და მოქმედებას დაიწყებს თეატრის უძველესი შენობა.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close