საზოგადოება

დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ სასულიერო პირებმა და მეგობრებმა შეატყობინეს

დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის კლინიკიდან რეანომობილით, ბაგრატიონის ქუჩაზე, იმ სახლში გადაიყვანეს, სადაც ამ დროისთვის მისი შვილის ცხედარი ასვენია. მანამდე კი, კლინიკაში მივიდნენ დოდო გუგეშაშვილის მეგობრები და სასულიერი პირები, რომლებმაც მას შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს.

დოდო გუგეშაშვილმა ამ დრომდე არ იცოდა ვაჟის გარდაცვალების ამბავი. როგორც დღეს ჟურნალისტებს ექიმმა ნიკოლოზ ქარცივაძემ განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია. ასევე ექიმის თქმით, დოდო გუგეშაშვილს კლინიკაში დღეს კვლავ დააბრუნებენ, ვინაიდან მკურნალობის პროცესი დასრულებული არ არის.

წყარო: ipn

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close