საზოგადოება

,,სოცაგენტი უნდა გახდეს საჭირო, ბავშვს ყურადღება რომ მიაქციოთ? ლახტით ხტუნავენ თან…”

მოქალაქე თორნიკე კუჭაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში თავისი ფანჯრიდან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, საიდანაც დედაქალაქის რამდენიმე უბანზე საერთო ხედი იხსნება, თუმცა კადრის ცენტრალურ ნაწილში გამოკვეთილად ვხედავთ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რომლის თავზეც მოცემულ მომენტში ოთხი მოზარდია დაფიქსირებული.

”სოცაგენტი უნდა გახდეს საჭირო, ბავშვს ყურადღება რო მიაქციოთ?
ლახტით ხტუნავენ თან.”
ზაჰესი , 14:00 ” – წერს კუჭაშვილი.
euronews.ge-ს რედაქცია მოუწოდებს თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს, დაინტერესდნენ აღნიშნული პრობლემით, რამეთუ, საერთო საცხოვრებლების სახურავები, ვერ იქნება ერთი ან ორი პირის კერძო საკუთრებაში. შესაბამისად, შენობების თავზე ასე უკონტროლო გადაადგილება თავისუფლად არ უნდა ხდებოდეს და ამ მიმართულებით კონკრეტული რეგულაციებია შესამუშავებელი. 

ზაზა სვანაძე

 

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close