საზოგადოება

სოფო კილაძე: ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა დიდ მიღწევებზე, რომლებიც რეალურად გვაქვს

პარლამენტის წევრი სოფო კილაძე ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლას აფასებს:

_ ადამიანი, რომელიც უანგაროდ უდიდეს საქმეს აკეთებს ჩვენი სამშობლოსთვის. მისი გამოსვლა იყო ძალიან არგუმენტირებული და სწორი, მისი აქცენტები იყო ძალიან მკაფიო და სამართლიანი. ისაუბრა დიდ მიღწევებზე, რომლებიც რეალურად გვაქვს და დიდი გამოწვევებზე, სიღარიბეზე,რომელიც ასევე რეალურად გვაქვს ქვეყანაში.

სამწუხაროა და უსამართლო იმ ადამიანების მხრიდან შეურაცხყოფა, რომელიც თითსაც არ ანძრევს საკუთარი სამშობლოსთვის. ისინი ასეთ იშვიათ პიროვნებებს ლანძღავს, იმის ნაცვლად რომ ხელი დაიკაპიწოს და ქვეყნის მშენებლობაზე ერთი აგური მაინც დადოს. ეს არის მავნებლობა საკუთრი ქვეყნის წინააღმდეგ, თორემ ამით ბიძინას ვერაფერს დააკლებს.

ისტორია ამას ყველაფერს შეაფასებს. საბედნიეროდ ძალიან ბევრია ჯანსაღი მიდგომის ადამიანი და საბედნიეროდ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ასეთია!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close