საზოგადოება
სოფელ ბერშუეთში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა (ფოტოკოლაჟი)
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2017/07/20067921_1371907499556066_1727238602_n.jpg)
სოფელ ბერშუეთში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს აპროტესტებდნენ.
“ჩვენ არც ერთ გოჯ მიწას არ მივცემთ რუსეთს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი საქართველოს მიწა, რომელიც 5 000 წელია ჩვენი მიწაა და არავის არ მივცემთ”,-აცხადებს აქციის მონაწილე ტელეკომპანია “იმედთან”
აქციის კიდევ ერთი მონაწილე ამბობს, რომ უფრო მეტ ხალხს ელოდა.
“გულისტკივილი მაქვს უზარმაზარი, იმიტომ რომ დღეს ველოდი უფრო მეტს. ეს არ არის მარტო 1%-ის ტკივილი, ეს არის ჩვენი სამშობლო. აქ უნდა იდგეს საქართველოს მთელი მოსახლეობა, აბსოლუტურად. დღეს ჩვენ ფაქტიურად მთავრობა არ გვყავს”,-აცხადებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.
აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.