საზოგადოება

რა ფორმით ცდილობს ხელისუფლება, გლეხებს გაუფორმებელი მიწები ჩამოართვას

მიწის პირველადი გაფორმება 300 ლარი გახდა...

,,მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო!
✅ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო. სააგენტო 2022-2024 წლების განმავლობაში, საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) განახორციელებს საამზომველო და სარეგისტრაციო საქმიანობებს (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბერის ბრძანება №798).
➡ დღეს არსებული მდგომარეობით, ქვეყანაში მიწების 1/3 დაურეგისტრირებელია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2024 წლის ბოლომდე ეტაპობრივად უზრუნველყოფს ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სისტემურ რეგისტრაციას.
❗ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:
• მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები;
• უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;
• გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;
• სანოტარო მედიაცია;
• მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
• ფაქტების კონსტატაცია;
• მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა;
• მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.
✅ მიწის სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, მოქალაქეებს კვლავაც შეეძლებათ ისარგებლონ მიწის სპორადული რეგისტრაციით.
✔ საქართველოს მთავრობის #636 დადგენილებით (2021 წლის 31 დეკემბერი) ცვლილება შევიდა #509-ე დადგენილებაში (2011 წლის 29 დეკემბერი), რომლითაც განისაზღვრება სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთზე სპორადული რეგისტრაციის საფასური.” – ეს საჯარო რეესტრის ეროვნული ხცენტრის მიერ გავრცელებული განცხადებაა.
ამ განცხადებიდან, რიგითი მოქალაქე, რომელსაც არ აქვს იურიდიული ცოდნა, ბევრ ვერაფერს მიხვდება. მთავარი  ინტრიგაც სწორედ ამაშია. ახლა მარტივად აგიხსნით, რა ხდება სინამდვილეში და რა ცვლილება შევიდა 636-ე დადგენილებაში.
 აღნიშნულ დადგენილებაში  ცვლილების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაცია გახდა 300 ლარი. აღიარება -600 ლარი. არადა, სასოფლო-სამეურნეო მიწის პირველადი რეგისტრაცია, აქამდე უფასო იყო.
სასოფლო სამეურნეო მიწები, გლეხების 25 %-ს დასარეგისტრირებელი აქვს, რადგან რეგისტრაციისთვის საჭირო იყო ნახაზი და ამ თანხის გადახდა ყველამ ვერ შეძლო. ახლა კი, საყოველთაო რეგისტრაცია  დაიწყო და გლეხმა კუთვნილი მიწა აუცილებლად უნდა დაირეგისტრიროს. გაყიდვის შემთხვევაშიც, ამ პროცედურის გავლა აუცილებელი იქნება და აქამდე თუ უფასოდ შეეძლო დარეგისტრირება, ახლა თითოეულ ნაკვეთში ნახაზების თანხას + 300 ლარის გადახდა მოუწევს.
ექსპერტების აზრით, ვისაც ფული აქვს მხოლოდ ის შეძლებს მიწის დარეგისტრირებას. გაუფორმებელ მიწას კი რა ბედი ელის ან რა კანონს გამოაგდებს ხელისუფლება, რომ გლეხებს ვერგაფორმებულ ნაკვეთებზე ააღებინოს ხელი, არავინ უწყის. გარდა ამისა, ხელისუფლება ცდილობს, მსგავსი კანონებით, ისედაც გაძვალტყავებული მოსახლეობა ბოლომდე გამოწუროს და მათ მიერ გადახდილი ბოლო თეთრებით, ბიუჯეტი შეავსოს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close