საზოგადოება

სკანდალური ვიდეო – კახი კალაძე ხოტბას ასხამს მიხეილ სააკაშვილს

,,პატივცემულო მერობის კანდიდატებო! საჭიროა ამომრჩევლამდე მიიტანოთ ინფორმაცია, ვინ არის კახი კალაძე, რაშიც დაგეხმარებათ ინგა გრიგოლიას გადაცემაში კახი კალაძის სტუმრობა  მიხეილ სააკაშვილთან ერთად. სააკაშვილის  ხელისუფლების მიერ 7  ნოემბრის მშვიდობიანი მომიტინგეების  დარბევის და ტელეკომპანია „იმედის“  განადგურების  შემდეგ,  კახი კალაძე  მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან ერთად ინგა გრიგოლიას გადაცემაში  ხოტბას  ასხამს  მიხეილ სააკაშვილს, ხოლო დარბეული ოპოზიციის მიმართ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის გამო, ის სავარაუდოდ სძულს ოპოზიციას, გირგვლიანის საქმეზე აცხადებს, რომ დარწმუნებულია  ყველაფერი იქნება გამოძიებული.

დღეს,  ეს ადამიანი იბრძვის მერობისთვის და ყველა იმ ადამიანს ვინც ახსენებს შავბნელ წარსულს, სთხოვს დაპირებების შესრულებას, ყველას მოიხსენიებს მიშისტებად, მათ შორის მათაც, რომლებსაც სააკაშვილის ხელისუფლება განადგურებით ემუქრებოდა.

ჩემი აზრით,  შეხვედრებზე ამომრჩეველთან, ყველა მერობის კანდიდატი ვალდებული ხართ, კლიპებში აჩვენოთ 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ,  კალაძის სტუმრობა ინგა გრიგოლიასთან. რათა ამომრჩეველს აჩვენოთ  კალაძის ნამდვილი სახე. ინგა გრიგოლიასთან კალაძის სტუმრობა და სააკაშვილის მხარდაჭერა კი არ არის პრობელება,  სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ კალაძე  არის იქ,  სადაც სავარაუდოდ,  არის ფინანსური სიკეთის მიღება და მსუყე ლუკმა.  ადამიანი არ უნდა გადაიქცეს  ცხოველად, რომელიც მუდმივად ხორცის ნაჭერს მისდევს.  თითოეულ მერობის კანდიდატს გყავთ  ფეისბუქ მეგობრები გააკეთეთ კლიპი კალაძის სტუმრობის შესახებ ინგა გრიგოლიასთან. მოუწოდეთ თქვენს მხარდამჭერებს,  თავის გვერდზე  ყველამ განათავსოს   შექმნილი კლიპი და თბილისში, დაახლოებით  300 000  ფეისბუქ მომხმარებელს  კალაძის  შავბნელი წარსული გაახსენდება” _ განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ თბილისის მერობის კანდიდატებს დღეს გაერთიანებისკენ მოუწოდა. გაერთიანების მიზანია, მათ ამომრჩევლამდე მიიტანონ მამხილებელი ვიდეო და დაანახონ, შეახსენონ საზოგადოებას, ვინ არის სინამდვილეში ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახი კალაძე.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close