საზოგადოება
სიღნაღში 15 ოქტომბერს ღვინის ფესტივალი გაიმართება

15 ოქტომბერს ქალაქ სიღნაღში, ტრადიციულად, ღვინის ფესტივალი გაიმართება. ამ დღით, სიღნაღს საქართველოს ყველა კუთხიდან ეყოლება სტუმარი.
სტუმრები დააგემოვნებენ გლეხურ ღვინოს, კახურ ნაზუქებს, თათარას, მწვადს…გაიმართება სხვადასხვა კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები, აირჩევენ სიღნაღის საპატიო მოქალაქეებს. ღვინის ფესტივალი კონცერტით დასრულდება.
ღონისძიება დაიწყება 12 საათზე და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. იგი ტარდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით. მობრძანდით, თქვენ 15 ოქტომბერს, ქალაქ სიღნაღში, ღვინის ფესტივალი გიმასპინძლებთ…
კომენტარები