სიღნაღის ამბები

სიღნაღი ტურისტების მიერ ყველაზე მონახულებადი ქალაქების ათეულში მოხდა

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“განუცხადა, ამავე პერიოდში, უცხოელი ტურისტები ყველაზე მეტჯერ, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, გუდაურს, მცხეთას, ყაზბეგს, ქუთაისს, მარნეულს, ბორჯომს, სიღნაღსა და გორს ესტუმრნენ.

კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით,

მიმდინარე წლის I-II კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტების 57.9% საქართველოს დედაქალაქში განხორციელდა,

მას 38.4%-ით ბათუმი (კვარიათი, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხესიმაგრე და სხვა) მოჰყვება.

დანარჩენ ქალაქებსა და ადგილებში შედარებით ნაკლები ვიზიტები დაფიქსირდა, მათ შორის, გუდაურში, რომლის წილმა 8.8% შეადგინა.

შემდეგ მოსდევს მცხეთა (სვეტიცხოვლის ტაძარი, ჯვრის მონასტერი, არმაზის ციხესიმაგრე, სამთავრო და სხვა) 8.3%-იანი წილით. ყაზბეგი (გერგეტის სამების ეკლესია და სხვა) 7.1%;

ქუთაისი (გელათის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი, წყალტუბოს გამოქვაბულები და სხვა) 6.9%; მარნეული 6.1%; ბორჯომი (ლიკანი, მინერალური წყლები, მწვანე მონასტერი, ტიმოთესუბანი, ეროვნული პარკი და სხვა) 4.5%;

სიღნაღი (ბოდბის მონასტერი და სხვა) 3.3%;

გორი (სტალინის სახლ-მუზეუმი, გორის ციხე, უფლისციხე და სხვა) 2.8%.

წყარო: megatv.ge

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close