,,სიღატაკითა და მიწისძვრებით გაპარტახებულ საქართველოში შვილიშვილები მოგვიგონებენ ცოდვილებად და უსჯულოებად”
ანზორ საკანდელიძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი:
_ ჩემს ფეისბუქზე დღეიდან სისტემატურად დაიდება პოსტი-რუბრიკა, რომლის სათაური იქნება პოეტ ვაჟა ოთარაშვილის ერთ-ერთი ლექსის ბოლო ეს სტრიქონი:
„გაიღვიძეთ, ვიღუპებით, გონს მოეგეთ, ქართველებო!“
ამ სამი მოწოდების შესრულება დღეს არის ქართველი ერის გადარჩენისათვის აუცილებელი პირობების მინიმუმი. დავიწყოთ გაღვიძების მოწოდებით. ისტორიულად ჩვენ გვახასიათებს პოლიტიკური ჩაძინებები და დღეს, ალბათ, ასეთ წლებში ვიმყოფებით – ვინც თავს დადებს და ამ თავდადების ფასად ერს გამოაღვიძებს, ისინი დიდ მამულიშვილებად შედიან ერის ისტორიაში. ამ ჭეშმარიტებას ადასტურებს, თუნდაც, ბოლო 2 საუკუნის ისტორია.
„ოხ, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება!“ ამ სიტყვებით ოხრავდა საქართველოს ბედით გულდამწვარი ჭირისუფალი ილია ჭავჭავაძე და საკუთარი სიცოცხლის ჩათვლით ყველაფერი გაიღო რა ერის გამოღვიძებისათვის, მე-19 საუკუნის საქართველოს საერო ისტორიაში შევიდა, როგორც დიდი მამულიშვილი, ხოლო საეკლესიო ისტორიაში, როგორც წმინდა ილია მართალი.
ასევე ერის გამოღვიძებისათვის მოწამებრივად შეწირულები ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა აღიარა ქართველმა ერმა მე-20 საუკუნის საქართველოს დიდ მამულიშვილებად, მიუხედავად იმისა, რომ გასულ საუკუნეში მამულიშვილები მრავლად გვყავდა. მათ შორის არის საქართველოზე უზომოდ შეყვარებული პოეტი ჯანსუღ ღვინჯილია, რომელმაც 2001 წელს თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე თავისი უაღრესად ემოციური გამოსვლა და სიცოცხლეც ამ სიტყვებით დაამთავრა: რა გჭირთ, ქართველებო, გაიღვიძეთ, ერთად დავდგეთ და ბრძოლაში მაინც დავიხოცოთ. ასე ჩვენ ძილში გავიპარებით და მე არ მინდა ძილში გაპარული საქართველო. ის იმ დღეს სცენაზე გარდაიცვალა.
დიახ, ჩვენ დღესაც არ გვინდა „ძილში გაპარული საქართველო“. „ძილში გაპარული საქართველო“ არ უნდოდა ჩვენს დიდებულ ისტორიკოს მწერალს ლევან სანიკიძესაც, როცა ამ ლექსს წერდა: „არ ჩაგეძინოს, არ ჩაგთვლიმოს, სულ ამას ვშიშობ, ჩემო ამაყო, ვაჟკაცურო, ლამაზო ჯიშო. არ ჩაგეძინოს, არ ჩაგთვლიმოს, შეიბ მახვილი, შეიბ მახვილი და ისმინე მგოსნის ძახილი – შეიბ მახვილი, შეიბ მახვილი, შეიბ მახვილი!“
თუ მოვახერხეთ გამოღვიძება და ფხიზელი გონებით გავიზიარებთ რა ხდება ჩვენს თავს, მივხვდებით, რომ ვიღუპებით და დღეს საქართველო ზუსტად იმ უბედურ მდგომარეობაშია, როგორც 1999 წელს აღწერს ლევან სანიკიძე თავის ერთ-ერთ ცნობილ ინტერვიუში: „საქართველოს ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა კრიზისი, გამოუვალი მდგომარეობა. ყოფილა გასაჭირი და დაცემა. ბერძნებს აქვთ კიდევ ერთი მძიმე სიტყვა „პანკრიზისი“. ეს ნიშნავს, როცა ყველაფერი მოუცავს უბედურებას. ეს დიდ დაცემას ნიშნავს. პანკრიზისი უდგას დღეს საქართველოს. ეს არ არის მარტო ნივთიერი, ან მატერიალური. ეს სულიერი, ზნეობრივი კრიზისიცაა. ახლა პოლიტიკა კი არ განაგებს ქვეყანას, ქვეყანას განაგებს პლუტიკა, ქონების ღმერთი, მამონა, იგივე ოქრო. ოქროზე იყიდება ყველაფერი. საქართველო ყიდის ყველაფერს, რაც გააჩნია. გონს მოდით, ქართველნო, იღუპება ქვეყანა. ამ დღეში საქართველო არასოდეს არ ყოფილა.“
გამოღვიძების შემდეგ ქვეყნის გადასარჩენად დაგვჭირდება მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმა – გონს უნდა მოვეგოთ. ეს გონს მოგება უნდა იყოს პანსაყოველთაო ერისთვის თუ ბერისთვის, პარტიულების თუ არაპარტიულებისთვის, პოზიციის თუ ოპოზიციისთვის, სამთავრობოების თუ არასამთავრობოებისთვის, მაფიოზების თუ კრიმინალებისთვის, მდიდრების თუ ღარიბებისთვის და ყველამ ერთად უნდა ვირწმუნოთ ეს ჭეშმარიტება: „ისე როგორც სამყაროში, მზე ყველასათვის ერთი არის, საქართველოც ერთია და იგი ჩვენი ღმერთი არის. გიყვარდეს საქართველო, გიყვარდეს საქართველო, მეტად, უფრო მეტად, სიცოცხლეზე მეტად!“
ვინც ამას მოახერხებს და საქართველოს სიყვარულში ამ დონემდე ამაღლდება, ყველას მოგიწოდებთ მობრძანდეთ ჩვენს ოფისში (თბილისი, მოსაშვილის 11, სართ.6, ოთახი 622), ან დაგვიკავშირდეთ (591 20-39-39-ანზორ საკანდელიძე, 574 83-52-84-ხათუნა მელაშვილი, ელფოსტა – sakandelidzeanzor@gmail.com). შეიძლება გაწევრიანდეთ ჩვენს მიერ 2012 წელს დაარსებულ, არასამთავრობო და არაკომერციულ ორგანიზაციაში „რეფორმატორთა კავშირი“. მას შემდეგ, რაც გაეცნობით ჩემს ფეისბუქ-გვერდზე განთავსებულ „რეფორმატორთა კავშირის“ წესდებას.
„რეფორმატორთა კავშირი“ წარმოადგენს 1998 და 2004 წლებში, ასევე ჩვენს მიერ დაარსებული, „საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა“ და „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე ასოციაციების“, აგრეთვე 2017 წელს დაარსებული „საქართველოს მშენებელთა ლიგის“ მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული და დაწყებული მცირე მეწარმეობის, სახელმწიფოს მიერ დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურებისა და მშენებლობის ფუნდამენტური რეფორმების გამგრძელებელ სამართალმემკვიდრე იურიდიულ პირს.
აღსანიშნავია, რომ „რეფორმატორთა კავშირის“ წევრებს ამ ფუნდამენტური რეფორმების თემებზე პრესაში გამოქვეყნებული გვაქვს 1000-ზე მეტი პუბლიკაცია და მიღებული გვაქვს 7 საქპატენტის მოწმობა. ხელისუფლებაში მოსულმა ნაციონალების ყველა მთავრობამ იგნორირება გაუკეთა რა ქართველი ხალხის სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი მცირე მეწარმეობის კანონის აღდგენის, ანუ მოსახლეობის დასაქმების, სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების, ანუ სამართლიანობის აღდგენისა და მშენებლობის სამინისტროს აღდგენის, ანუ უხარისხო მშენებლობებით გამოწვეული სეისმო-ეკოლოგიური კატასტროფებისაგან მოსახლეობის გადარჩენის ჩვენს რეფორმატორულ პროგრამებს, ამით პოლიტიკურ-ეკონომიკური ხარაკირი გაუკეთა საკუთარ თავსა და ქვეყანას. სამწუხაროდ, ამ გზაზე დგას დღევანდელი ხელისუფლებაც.
აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულად ჩვენ ვთვლით როგორც 1998 წელს ოფიციალურად უკვე აღიარებულ 11 სახის დაზარალებულებს (მეანაბრეებს, ობლიგაციების მფლობელებს, კოოპერატიული ბინების მშენებლობების წევრებსა და ა.შ.), ისე ჯერ ოფიციალურად არაღიარებულ 2004-2012 წლებში ნაციონალების მიერ ქონება-ბიზნესების წართმევებით დაყაჩაღებულებს, ბანკების, მიკროსაფინანსო და ონლაინ ორგანიზაციების მიერ საცხოვრებლების უკანონო მიტაცებებით დაზარალებულებს, საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაყაჩაღებულებს, სასიკვდილო სამშენებლო სეისმო-ეკოლოგიურ საფრთხეებზე შეუმოწმებელ ბინებში მაცხოვრებლებსა და უკანონო მრავალსართულიანი საცხოვრებელი ახალი კორპუსების მშენებლობებით ავარიულობამდე დაზიანებულ, ძველ, გაცილებით დაბალსართულიან, ბუნებრივი განათებისა და ვენტილაცია-ინსოლაციის გარეშე დატოვებულ მაცხოვრებლებს.
მოგმართავთ სახელმწიფოს მიზეზით ყველა ამ დაზარალებულს, დაზარალების ოფიციალური დოკუმენტებით მობრძანდეთ თბილისის ჩვენს ოფისში, სადაც წელიწადზე მეტია მიმდინარეობს დაზარალებულთა ზარალის აღრიცხვა-რეგისტრაცია სახელობითი საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების მისაღებად. ასეთივე აღრიცხვა-რეგისტრაცია წარმატებით მიმდინარეობს გურიაში, ფოთში, სამეგრელოში და ზემო სვანეთში და, მინიმალური დაფინანსების შესაძლებლობის გამოძებნის შემთხვევაში, დავიწყებთ სხვა რეგიონებშიც.
გვინდა ამ აღრიცხვა-რეგისტრაციისა და საგადასახადო თამასუქების მიღების პროცესში აქტიურად ჩაერთონ სამუშაოს საძებნელად უცხოეთში გადახვეწილი ქართველი ემიგრანტები და საქართველოში დარჩენილი მათი ოჯახის წევრები, რათა ამ თამასუქების რეალიზაცია-კაპიტალიზაციის გზით ქართველ ემიგრანტებს მაქსიმალურად სწრაფად შეექმნათ საქარტველოში დაბრუნების ეკონომიკური საფუძვლები.
აქედან გამომდინარე, ემიგრანტებს რომ გაუადვილდეს „რეფორმატორთა კავშირში“ გაწევრიანება, გადავწყვიტეთ გაწევრიანება მოხდეს სმს-ების გამოგზავნით ელფოსტაზე sakandelidzeanzor@gmail.com შემდეგი ტექსტური შეტყობინებით: გავეცანი რა „საქართველოს რეფორმეტორთა კავშირის“ წესდებას, გთხოვთ მიმიღოთ ამ კავშირის წევრად. ჩემი მისამართია . . . . . . . . პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) ნომერია . . . . . . . . , შემდეგ მოაწერთ ხელს და დაწერთ რიცხვს. გაწევრიანება შეიძლება მოხდეს სკაიპის საშუალებითაც.
ჩვენ გაწევრიანებას იმიტომ ვაქცევთ დიდ ყურადღებას, რომ წევრთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული ხელისუფლების რეაქცია და მისი გააქტიურება. გარდა ამისა, ჩვენ უნდა დავიწყოთ აქტიური თანამშრომლობა გაეროს საქართველოს ოფისთან, რათა გაერომ აიძულოს ჩვენი ხელისუფლება ადამიანის უფლებათა 1985 წლის დეკლარაციის მე-8 და მე-13 მუხლების თანახმად „მსხვერპლად“ ცნოს როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ დაზარალებულად უკვე აღიარებული, ისე ჯერ-ჯერობით არაღიარებული, ზემოთ დასახელებული დაზარალებულებიც. ამიტომაცაა აუცილებელი რეფორმატორთა კავშირის წევრთა სოლიდური სიმრავლე.
სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ასანაზღაურებლად ჩვენს მიერ მიგნებულ-დაპატენტებული საგადასახადო თამასუქების ეკონომიკური ბერკეტების გამოყენების პროგრამას არასაკმარისი საფინანსო -ეკონომიკური განათლების გამო 5 წელი ეწინააღმდეგებოდა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. იმედია, ფინანსთა ახალი მინისტრი აღარ გაიმეორებს მის შეცდომებს, კარგად გაანალიზებს 2016 წლის 25 თებერვალს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის თავმჯდომარეობით სამინისტროს უაღრესად კომპეტენტურ 9-კაციან კომისიაზე პარლამენტიდან გადაგზავნილი ჩვენი კონცეფცია-პროგრამის განხილვის შედეგებს და დარწმუნდება, რომ ამ უნიკალური პროგრამის განხორციელებით ფული ბიუჯეტიდან კი არ გადის, პირიქით, შედის, თანაც სოლიდური მოცულობით.
რაც მთავარია, ასეული ათასობით დაზარალებულთა ათეული მილიარდობით დოლარის ზარალის სრულ ანაზღაურება-კომპენსაციამდე უწყვეტად მიმდინარეობს იგივე ათეული მილიარდობით დოლარის ზარალის ტრანსფორმაცია-კაპიტალიზაცია გარანტირებულ მოგებაზე მომუშავე ასობით მცირე სამრეწველო საწარმოს ადგილობრივ ინვესტიციებად და, შესაბამისად, ათასობით ახალ სამუშაო ადგილებად. ეს უზრუნველყოფს, რომ 5 სამეურნეო წელიწადში საქართველოში ძირითადად მოგვარდეს ჩვენი მოსახლეობის დასაქმების, ლტოლვილი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებისა და სამართლიანობის აღდგენის, ანუ ქართველი ხალხის გადარჩენის ტოლფასი პრობლემები!
აი, 5 წელიწადია ასეთ პროგრამაზე ამბობდა უარს ნოდარ ხადური და დაგვიკარგა შანსი გვეცხოვრა ეკონომიკურად და ფინანსურად არნახულად უფრო ძლიერ საქართველოში, ვიდრე დღეს ვცხოვრობთ. თუ ჩვენ ყველა ერთად ამ პროგრამას მთავრობას დღესაც ვერ მივაღებინებთ, ხვალ უფრო უკიდურეს სიღატაკესა და მოსალოდნელი 8-9 ბალიანი მიწისძვრებით დანგრეულ-გაპარტახებულ საქართველოში მცხოვრები ჩვენი შვილები და შვილიშვილები მოგვიგონებენ „ცოდვილებად“ და „უსჯულოებად“ იერემია წინასწარმეტყველის ამ ბიბლიური სიტყვებით: „მამათა ჩვენთა ცოდეს, და არღა არიან, და ჩვენ უსჯულოებათა მათთა მოვისჟამთ“.
დიახ, ამ 5 წლის განმავლობაში ნოდარ ხადურმა „მოისჟამა“ უზრუნველი ცხოვრება, ბატკნების ჭამა და სამომავლოდ, ალბათ, მილიონები არა, მაგრამ გარკვეული „მაყუთის“ დაგროვება. ქართველმა ხალხმა კი „მოისჟამა“ უმუშევრობა, სიღატაკე, შიმშილი, სიკვდილი, დოზანა და უბედურება. თუ ჩვენ არ გავიღვიძეთ, არ გავითავისეთ, რომ ვიღუპებით, არ დავდექით ერთად და მთავრობას არ მივაღებიეთ ეს პროგრამა, საქართველოში არ გამოილევა „ხადურები“.
ამიტომ მოგიწოდებთ გაწევრიანდეთ „რეფორმატორთა კავშირში“ და თვეში ერთხელ ერთლარიანი ზარით (რომლის ნომერსაც უახლოეს დღეებში გაცნობებთ) გადაიხადოთ საწევრო. იჩქარეთ და გაწევრიანდით, რადგან მთავრობა გულდასმით დააკვირდება „რეფორმატორთა კავშირის“ წევრთა რაოდენობას და იმოქმედებს ამ რაოდენობის ადეკვატურად.
„რეფორმატორთა კავშირში“ შეიძლება გაწევრიანდნენ იურიდიული პირებიც, რომლებიც ყოველთვიურად გადაიხდიან 50-ლარიან საწევროს შემდეგ ანგარიშზე: ს/კ 555060514, ს.ს. «საქართველოს ბანკი», ბანკის კოდი BAGAGE22, ანგ. №GE64BG0000000384283200.
ამავე ანგარიშზე შეიძლება ქველმოქმედების მსურველებმაც ჩაგვირიცხონ თანხები. აქვე აღვნიშნოთ, რომ შემოსული საწევროებისა და საქველმოქმედო თანხების ხარჯვა იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე. ყოველ ორშაბათს ჩემს ფეისბუქზე დადებულ პოსტ-რუბრიკაში აღნიშნული იქნება იმ პირებისა და ორგანიზაციების ვინაობა, რომლებიც გაწევრიანდებიან ერთი კვირის განმავლობაში და იქნება დაფიქსირებული ვინ რა თანხა შემოიტანა, აგრეთვე რა მიმართულებით დაიხარჯა ეს თანხები. ძირითადი მიმართულება კი იქნება „რეფორმატორთა კავშირის“ რეგიონული ფილალების გახსნა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რომლებიც მოემსახურებიან მცირე მეწარმეობისა და სახელმწიფოს მიერ დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების ერთიანი კომპლექსური პროგრამის, ანუ ჩვენი გადარჩენის პროგრამის ამოქმედებას რეგიონებში.