„ის პრობლემური ინდივიდია“
რას აცხადებს ირანის ხელისუფლება გოგონაზე, რომელმაც უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი გაიხადა
სტუდენტი გოგონა, რომელმაც უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი გაიხადა პრობლემური ინდივიდია, – ამის შესახებ ირანის მთავრობის პრესსპიკერმა, ფატიმე მოჰაჯერანმა პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა.
.
„ამ საკითხს უსაფრთხოების პერსპექტივიდან დანახვის ნაცვლად, სოციალური თვალსაზრისით ვუყურებთ და ვცდილობთ ამ სტუდენტის, როგორც პრობლემური ინდივიდის, პრობლემები მოვაგვაროთ. მისი უნივერსიტეტში დაბრუნებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მისი მეუღლის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს მიხედვით, მას მკურნალობა ესაჭიროება, რომელიც შემდგომი ნაბიჯების გადადგმამდე უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა ირანის მთავრობის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალმა თეირანში, ისლამური აზადის უნივერსიტეტის წინ ტანსაცმელი მას შემდეგ გაიხადა, რაც მას მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის შენიშვნა მისცა.
ამბები.ჯი