საზოგადოება

სისხლიანი დაპირისპირება წალკაში

წალკაში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე მელტონიანების ოჯახისა და უფლებადამცველის ბრალდებებს თამარიანების ოჯახის ადვოკატი პასუხობს.

ორი ოჯახის დაპირისპირებას მელტონიანების ოჯახის ერთი წევრის სიცოცხლე შეეწირა, მეორე 16 წლის შვილს კი ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. ინციდენტის დროს დაიჭრა ასევე თამარიანების ოჯახის წევრიც.

მელტონიანების მტკიცებით, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დაზიანება შემთხვევითი არ იყო და ადგილობრივი საკრებულოს ყოფილი მაღალჩინოსანი, მათ შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირების გამო, შეგნებულად მოქმედებდა.

თამარიანის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტი საერთოდ არ მომხდარა.

სასამართლომ ამ საქმეზე სამსონ თამარიანის გამამართლებელი გადაწყვეტილება 3 ნოემბერს გამოაცხადა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close