საზოგადოება

სილქნეტმა გლობალ TV შეისყიდა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „სილქნეტს“ „გლობალ TV“-ს („გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“) შეძენაზე წინასწარი თანხმობა მისცა.
საქმის წარმოების შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ „სილქნეტის“ მიერ აქტივების შეძენის შემთხვევაში, ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

„შეძენას დაქვემდებარებულ საოპერაციო აქტივებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიები №F36 და №F54, ანტენები, ანტენის თავაკები, სპლიტერები, კონექტორები, კოაქსიალური კაბელები წარმოადგენს“ – აცხადებენ მარეგულირებელ უწყებაში.

კომპანიების თხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილება ძალაში კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე შევიდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close