,,სიკვდილი ჯობია ასე გამწარებულ .და აბუჩად აგდებულ სიცოცხლეს”_ონკოპაციენტების გაუსაძლისი ყოფა
SOS! მე-4 სტადიის ონკოლოგიურ პაციენტებს სახელმწიფო არ აფინანსებს. არადა, მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. ტკივილთან და მძიმე სენთან მარტოდმარტო დარჩენილები და სახელმწიფოსგან მიტოვებულები სიკვდილს ნატრობენ.
ნუნუ ჭელიძე, ონკოპაციენტი:
_ ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დაპირებები, ტყუილები… დახმარება მხოლოდ ერთხელ, თებერვალში მივიღე, ისიც დიდი წვალებით, თხოვნით. ხან კვარტლის ბოლოა, ხან დასაწყისი, ბორჯომი იწვის, გაუთვალისწინებული პაციენტები, ერთი ადგილიდან მეორეზე მითითება: იქ შეიტანეთ, აქედან ამოწურულია… მე პირადად მე_4 სტადის სიმსივნე მაქვს _ ლეიკემია, გაუსაძლისი ძვლის ტკივილები, ქიმიოთერაპიის შემდგომი მძიმე რეაბილიტაცია და დარჩენილი ვარ ყოველგვარი დახმარების გარეშე, როცა პროგრამაში იყო 10 დასახელების წამლის დაფინანსება, ჩამოვიდნენ 7-ზე. გვევაჭრებიან, რომელი წამმალი დაგვიფინასონ, მაგრამ აი უკვე 4 თვეა ტყუილად ველი, თავად არ შემიძლია სიარული, ჩემი დის მეტი არვინ მყავს, მასაც სამსახური აქვს და შესვენების დროს რასაც ასწრებს ერთი ადგილიდან მეორეში გარბის, ისიც ტყუილად.
ვწუხვარ, მაგრამ მართლა არ აინტერესებთ მოქალაქის რეალურად დახმარება. ყველას გისურვებთ ჯამრთელობას. უფლის მადლით და იმედად დარჩენილები ვართ მხოლოდ.
მე-4 სტადიის ონკოპაციენტები უკვე ჩამოწერილები ვართ და გაუსაძლის მდგომარეობას, ტკივილებს უნდა ვითმენდეთ მანამ შევძლებთ, მოტყუებული პროგრამა სიმსივნებიანებისთვის. ხშირად მესმის, სახელმწიფო ხომ გაფინანსებთო?! ჩემს შემთხვევაში მიზერულად, რადგან წამალს რომელიც პროგრამაში არ შედის ოჯახი და ახლობლები ყიდულობდნენ ჩემთვის და ღირდა 5 480 ლარი. მის გარდა უამრავი წამალი და ხშირად სისხლიც მჭირდება. სიკვდილი ჯობია ასე გამწარებულ .და აბუჩად აგდებულ სიცოცხლეს.