საზოგადოება

,,სიბნელეში და სიცივეში ცხოვრობენ რამდენი წელია, აბაზანა- ტუალეტიც კი არ აქვთ”

აკა სინჯიკაშვილი, ქველმოქმედი:

_ გუშინ, დედა-შვილი ვნახეთ თბილისში. ასეთ საცოდაობას მართლა იშვიათად ნახავთ. ავადმყოფი დედა და პატარა გოგო ცხოვრობენ ნახევრად დანგრეულ, ჩამოხეულ ოთახში და საერთოდ არაფერი არ აბადიათ. დენი და გაზი 5 წელია ჩაჭრილი აქვთ, აგურებზე დადებულ ლეიბზე სძინავთ და სოციალური დახმარებით არსებობენ, რომელიც მარტო წამლის საყიდლად არ ჰყოფნის დედას. ისეთი მაგარი ბავშვია, ასე არის სულ დედაზე მიკრული და არ შორდება. სიბნელეში და სიცივეში ცხოვრობენ რამდენი წელია, აბაზანა- ტუალეტიც კი არ აქვთ და რამდენი უბედურება დაუტრიალდათ. სასწრაფოდ სჭირდებათ საჭმელი, წამლები, უნდა ჩავურთოთ დენი და გაზი, რომელსაც დაახლოებით 2000 ლარი სჭირდება, ბევრი წლის დავალიანების გამო. ოთახიც შეძლებისდაგვარად უნდა გავუკეთოთ და ვეცდებით, გავაცოცხლოთ ოჯახი.

 დღესვე დავიწყებთ ყველაფერს, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი მოვუგვაროთ. გვარს, მისამართს და ნომერს აქ ვერ დავწერ. ისედაც შეშინებულები არიან ძალიან და ბავშვიც სკოლაშია მისასვლელი. ვინმეს თუ დაკავშირება მოგინდებათ, მე დამირეკეთ ტელეფონზე და გეტყვით სად მოხვიდეთ, ჩემი ნომერი ინფოში მიწერია. ჩვენც აქ ვიქნებით დღეიდან, სანამ ყველაფერი კარგად არ იქნება. მეზობელი ვინც ნახავთ პოსტს, გთხოვთ, ნუ დაწერთ ვინაობას და მისამართს, არ შეიძლება არც ბავშვისთვის და არც დედისთვის.
ცოტა ბევრი შესაგროვებელი და გამიზიარეთ ეს პოსტი, როგორც შეძლებთ რა, მართლა ძალიან საცოდაობა ტრიალებს. ყველაფერი კარგად იქნება. აბა, ჩვენ ვიცით.
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
#GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
#GE90TB7603845061100016
TBC Pay- ში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”
PayPal – Sinjikashvili@gmail.com
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili
#სიკეთეგადამდებია

Related Articles

Back to top button
Close