საზოგადოება

,,სვანეთში დაწყებული არეულობით ივანიშვილს უნდა, საპრეზიდენტო არჩევნები ჩაიშალოს”

პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი გუშინ სვანეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს ტყეების ისეთი გამანადგურებელი, როგორიც ოლოგარქი ივანიშვილია. მის მოლიარდებს გადაჰყვა მილიონობით ხე ქვემო ქართლა და დასავლეთ საქართველოში, ხოლო მისმა ჩინურმა და თურქულმა კომპანიებმა ქვეყნის მწვანე საფარი მთლიანად გადაპარსეს. ამ რეჟიმს არავითარი უფლება არა აქვს, მისგან ნაშიმშილებულ ხალხს მოსთხოვოს პასუხი ხეების ჭრაზე, მითუმეტეს, სვანეთში, სადაც მოსახლეობა ერთგულად იცავს სამშობლოს.

მიზანი აღნიშნული პროვოკაციისა იყო მინიმუმ ჰესების მშენებლობის და ოქროს მოპოვებაზე ხალხის საპროტესტო ტალღის ჩაცხრობა სვანეთში და მაქსიმუმ რუსეთის სპეცსამსახურთა გეგმების შესრულება იმის თაობაზე, რომ საქართველოს კუთხეები დაუპირისპირდენ ერთმანეთს, დაიწყოს არეულობა და საპრეზიდენტო არჩევნები ჩაიშალოს ან ივანიშვილმა გაიყვანოს მისთვის სასურველი კანდიდატი. „ბატონებო, ეს გეგმები ჩაგეშლებათ და თქვენ მოხვდებით ციხეში“. აცხადებს შალვა ნათელაშვილი და გამოძიებას მოვუწოდებს, თუ ტყის მოჭრა განადგურების საკითხები აინტერესებთ, მიაკითხონ ივანიშვილს ურეკის ან სოლოლაკის სასახლეში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close