სამართალი და კრიმინალი
სეუ -ს მეხუთე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) შენობის მეხუთე სართულიდან 30 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა. ახალგაზრდა მამაკაცს 9 თვის ბავშვი დარჩა. როგორც ირკვევა, ის სამსახურში დღეს პირველად გავიდა.
ფაქტს ადასტურებენ შს სამინისტროში. როგორც ,,ნიუპოსტს“ უწყების პრესცენტრში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით.