საზოგადოება
,,სერიული ჰაკერული შეტევების შედეგად, პარალიზებულია საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საიტი”

შალვა ნათელაშვილი, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:
_ სერიული ჰაკერული შეტევების შედეგად, პარალიზებულია საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საიტი www.labour.ge. მანამდე არაერთხელ შეეცადნენ პარტიის ელექტრონული ფოსტის გატეხვას და როგორც ოფიციალურად გვაცნობა გუგლმა, აღნიშნულ ქმედებას ახორციელებდნენ სამთავრობო ხაკერები.
როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმს კიბერ-თავდასხმებით ჰგონია შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ვერ აცნობიერებენ, რომ მათ მრავალ უმძიმეს დანაშაულთა ეპიზოდებს დაემატება კიბერდანაშაულზე პასუხისმგებლობაც. ჩვენ ბოდიშს ვიხდით გარკვეული პერიოდით, სათანადო აღდგენამდე, პარტიის ვებ-გვერდის არ არსებობის გამო.