საზოგადოება

ციმბირული წყლულის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში

ფოთში 28 წლის ქალი ჯილეხით(ციმბირის წყლული) გარდაიცვალა. ინფორმაციას შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური ლაბორატორიის ეპიდემიოლოგი მაკა გაბუნია დაუდასტურა.

,,პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე დღის წინ მიმართა, მას აღენიშნებოდა თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება, ყელის შეშუპება, მონაცისფრო ნადებები. მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ, სადაც 6 ნოემბერს გარდაიცვალა”,-განაცხადა გაბუნიამ. მისივე თქმით, ჯილეხის დიაგნოზი დადასტურდა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით.

2017 წელს ფოთში ჯილეხის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close