სამართალი და კრიმინალი
14 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, ადვოკატები აქციას გამართავენ
,,ადვოკატები მეუბნებიან, რომ მოსამართლეები ხელს უშლიან საადვოკატო საქმიანობის განხორციელებაში"
![](https://euronews.ge/wp-content/uploads/2022/04/zaz-1.jpg)
,,მოგიწოდებთ კოლეგებო 14 აპრილს,12 საათზე, შევიკრიბოთ ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში და ერთად გავაპროტესტოთ მოსამართლეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობა ადვოკატებთან მიმართებაში” _ წერს ფბ საკუთარ გვერდზე ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ცნობილი უფლებადამცველი და ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი.